კატეგორია: სამართალი

გიგი უგულავა 3.000 ლარიან ჯარიმას გაასაჩივრებს

გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

გიგი უგულავა 3.000 ლარიანი ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ მისი დაკავება უკანონო იყო. “სამართლებრივად ბუნებრივია გავასაჩივრებ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ზოგადად სანამ არ მიხვდება ხელისუფლება, რომ საკუთარი პოლიტიკური პრობლემები ადამიანების ციხეში გამოკეტვით, სასამართლოს ბოლომდე დაჩაჩანაკებით, ან პოლიტიკური დავალების მიცემით და დისკრედიტაციით, პოლიციის სრულად გახრწნით კი არ მიიღწევა, არამედ მიიღწევა სამართლიანი პროპორციული არჩევნებით, ამიტომ მოსამართლებმაა, პოლიციელები […]

სააკაშვილმა პროკურორ ტყეშელაშვილს ბინძური მატყუარა უწოდა

სააკაშვილმა პროკურორ ტყეშელაშვილს ბინძური მატყუარა უწოდა

ბინძურო მატყუარა, – ამ სიტყვებით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქმის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს მიმართა. ეს სიტყვები ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურორს მას შემდეგ უთხრა, რაც ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ლოზუნგი იყო „მეტი დაკავებული, მეტი პრემია”. ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის რეპლიკის შემდეგ მოსამართლემ სააკაშვილს „მეტი პატივისცემისკენ” მოუწოდა. სასამართლო პროცესი, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, რამდენიმე წუთია, ხმაურია ფონზე […]

იმერეთსა და რაჭაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

იმერეთსა და რაჭაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში არარეგისტრირებული 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას მიმდებარე ტყეში და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, მდინარე ღარულას მიმდებარედ. ხარაგაულში სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს წაბლის […]

ბესიკ თამლიანს პატიმრობა მიესაჯა – მან შიმშილობა დაიწყო

ბესიკ თამლიანს პატიმრობა მიესაჯა - მან შიმშილობა დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძენ მიიღო. მოსამართლის განცხადებით, ვლინდებოდა ძალადობრივი მოქმედების ფაქტი, რაც გათვალისწინებული ძალადობის ნიშნებზე მიანიშნებდა. მისივე თქმით, არსებობდა გარკვეული საფრთხეები და მომეტებულად, ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. არსებული მოცემულობით კი პატიმრობა რელევანტურია, რათა საფრთხეები სრულად იყოს აღკვეთილი. თავის მხრივ, ბესიკ […]

თბილისში პეკინზე “აი პლიუსის” მაღაზია გაქურდეს

თბილისში პეკინზე "აი პლიუსის" მაღაზია გაქურდეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ,,აი პლიუსის” მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. წაღებულია მობილური ტელეფონები. მაღაზიის გაქურდვის  კადრები  სათვალთვალო  ვიდეოკამერამ დააფიქსირა. ტვ პირველი

შსს-მ თბილისში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ თბილისში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ნოემბერში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვა უბნებში 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული არიან: 1989 წელს დაბადებული გ. ა., 1978 […]

თბილისში საბურთალოზე გარდაცვლილი მამაკაცები საქართველოს მოქალაქეები არ არიან – ახალი დეტალები

თბილისში საბურთალოზე გარდაცვლილი მამაკაცები საქართველოს მოქალაქეები არ არიან - ახალი დეტალები

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 2 მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ორი მამაკაცი, სავარაუდოდ ირანის მოქალაქეები არიან, რომელთაგან ერთი 33-წლამდე, ხოლო მეორე 40 წლამდე ასაკის იყო. კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში სავარაუდო CO-ს დაგროვება ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. „საქართველოს […]

თბილისში 2 მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში თემქაზე 27 წლის ქალი გაზით გაიგუდა

თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე 2 მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, პირველადი ინფორმაციით, მათი სიკვდილის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. თბილგაზის ცნობით, გაზის აპარატი თვითნებურად იყო მიერთებული, რამაც ეს უბედური შემთხვევა გამოიწვია.

ზაზა სარალიძე – “ჩემი შვილის მკვლელების შეწყალების მომხრე ვარ. ვპატიობ მათ ყველაფერს”

ზაზა სარალიძე - "მე წლებს არ ვითვლი, თუ უნდათ, ყველა დღესვე გამოუშვან, მთავარია, ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს"

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულები შეიწყალოს. ამის შესახებ განცხადება მან TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” გააკეთა. “მე დღეს ის ბიჭები მეცოდება ყველა. პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო, დღესვე ვაპატიებ რატომ ვიტანჯო. […]

პროკურორების შეურაცხყოფის გამო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურორების შეურაცხყოფის გამო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვას. პროკურატურის მტკიცებით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს – პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე პროკურატურამ დღეს […]