გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მკვლელობას წინ სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ფრონტნიუსი.გე
კატეგორია: სამართალი
“ოცნების” ზონდერი ფარნა მახოხაშვილი ცოლის ცემისთვის დააკავეს
“ტვ პირველის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ცნობილი ზონდერი ფარნა მახოხაშვილი დააკავეს. გორის მერიის მაღალჩინოსანს გომელაურის უწყება ძალადობას ედავება. მახოხაშვილი მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის ააიპსა და კულტურის სააგენტოში მუშაობდა. ხელისუფლება კი მას სხვადასხვა აქციებისთვის იყენებდა. მახოხაშვილი ბოლოს ცნობილი ცოცხების აქციაზეც იმყოფებოდა, რომელიც მმართველმა გუნდმა ნაციონალირი მოძრაობის წევრებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდწგ გამართა. ადგილობრივ ჩინოვნიკს ცოლის სცემას ედავებიან. შინაგან საქმეთა […]
კლუბი ხიდი 10.000 ლარით დააჯარიმეს და დალუქეს
შრომის ინსპექციამ კლუბი “ხიდი” 10.000 ლარით დააჯარიმა და დალუქა: “მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ “ხიდზე” აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად, იზოლაციისა და […]
ბათუმში ინტერპოლით ძებნილი თურქეთის 5 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 5 პირი ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა. 1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც […]
ლაგოდეხში მკვლელობის მცდელობისთვის 19 წლის მ.მ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2003 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა , რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სოფელ ყარაჯალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა თანასოფლელს, 1988 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან […]
ქობულეთში მამაკაცის მკვლელობისთვის 22 წლის ჯ.ც. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – 1990 წელს დაბადებულ ი.ი.-ს გულმკერდის არეში დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა […]
დიდ დიღომში 4 პირი დააკავეს – ისინი სტადიონის აშენებას აპროტესტებდნენ
დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. ისინი ფეხბურთის ფედერაციის მიერ სტადიონის აშენებას აპროტესტებდნენ. ადგილობრივები ითხოვენ, რომ ფეხბურთის ფედერაციის კუთვნილ ტერიტორიაზე სტადიონის ნაცვლად, სკვერი მოეწყოს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მძიმე ტექნიკა გამოჩნდა და სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აპირებდა. “ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაა, სტადიონს გამოეყოს ალტერნატიული ფართი, მოხდეს ადგილმონაცვლეობა და ეს ტერიტორია, […]
ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობისთვის ზურაბ კახიშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა, მკვლელობის დაფარვისთვის ქეთევან ჩხაიძეს – 5,5 წელი
კასპში, მეუღლის – ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის დაფარვისთვის ბრალდებული ქეთევან ჩხაიძე გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ კახიშვილი და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარიძემ ამ წუთებში გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს. ქეთევან ჩხაიძემ საკუთარ საბოლოო […]
ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
სისხლიანი გარჩევა ქობულეთში – გამთენიისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ტვ პირველი
სუსმა მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ცენტრის ექიმი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „პფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის […]










