შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 10 პირი. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაულები […]
კატეგორია: სამართალი
სააკაშვილი – “საკმარისზე მეტი შეცდომა მქონია, ყველას ბოდიშს გიხდით”
საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ, მაგალითად, შეცდომაა, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, ეს შეეხო ჩემს თანამონაწილეს და ახლა მეხება მეც, ბოდიშს გიხდით, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე […]
“არ ჩამოდიოდა და ძალით ჩამოიყვანეს” – რატომ დააკავეს ბესიკ თამლიანი
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამლიანის წინააღმდეგ ძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს […]
გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორში გადაიყვანეს
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პოლიციამ, მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის „ფეისბუკ“ გვერდზე ვრცელდება. „გიგი უგულავა მარნეულშია გადაყვანილი. პოლიციამ თბილისში ადგილები არ გვაქვსო“, – ნათქვამია „ფეისბუკ“ სტატუსში. ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ზურაბ ზვიადაური ციხიდან გამოუშვეს
50 ათასლარიანი გირაოთი ზურაბ ზვიადაურის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მიიღო. ზვიდაურის გარდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ზვიადაურის საქმის ფიგურანტი, კიდევ ერთო ბრალდებული ჯანგირაშვილი. ზვიადაური, 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარ მკვლელობაშია ბრალდებული, რომლის დროსაც დაპირისპირებასა და გარჩევას მისი ძმა ემსხვერპლა. მთავარი
სასამართლოსთან აქციაზე გიგი უგულავა დააკავეს
პოლიტიკოსი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქცია დააკავეს. შსს-ს განმარტებით, ის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს აღმაშენებლის ხეივანი, პოლიცია კი გზის გაწმენდას ცდილობს. საქალაქო სასამართლოში მიხეილ საააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ექსპრეზიდენტიც.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოზე საქართველოს ჰიმნი ჩართეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი. სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს, თუმცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო. კადრებში ჩანს, მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ, გისოსებით შემოსაზღვრულ სივრცეში განთავსებული მიხეილ სააკაშვილი. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქართველოს […]
“ასე შევარდნაძის ძაღლობაც კი არ იქცეოდა” – სააკაშვილის მომხრეებმა ტრასა გადაკეტეს
საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, რის გამოც მძღოლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც ოპოზიციონერი გიგი უგულავა აცხადებს, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, საქალაქო სასამართლოსთან ცოტა ხნის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბუნებრივად მოხდა, მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივნისკენ გადმოინაცვლეს. „ეს მილიციაც აღარაა, რასაც აკეთებენ. ასე იქცევა პირადი ძაღლობა. ეს პოლიციის ქმედება ხომ ნახეთ თქვენ […]
თბილისის სასამართლოში სააკაშვილი მიიყვანეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. პროცესს თავად მესამე პრეზიდენტიც ესწრება. სასამართლო 7 ნოემბრის ეპიზოდზე მსჯელობს. დარბაზიდან მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ფეისბუქ ლაივი ჩართეს, თუმცა მოსამართლე ტრანსლირების გათიშვას ითხოვს. პროცესის გაშუქების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცეს. მთავარი
პროკურატურა ტვ პირველისგან ბოდიშს ითხოვს
პროკურატურის განცხადება, რომლითაც საგამოძიებო უწყება ტვ პირველს ემუქრება და ბოდიშის მოხდას სთხოვს, იურისტებს აბსურდულად ეჩვენებათ. საიას თავმდჯომარე, ნიკა სიმონიშვილი ყურადღება რამდენიმე საკითხზე ამახვილებს. პროკურატურის გუშინდელი განცხადება იყო უცნაური იმდენად, რამდენადაც, როდესაც ვსაუბრობთ საჯარო პირებზე, იქ უნდ დადასტურდეს, რომ ტელეკომპანიამ განზარხ ან უხეში გაუფრთხილებლობით იცრუა, ამდენად, სიუჟეტის ნახვამდე რამდენად განისაზღვრა ის, რომ უხეშ გაუფრთხილებლობა იყო აი, […]










