პატიმრობა რომ არ გაგვეუქმებინა, მიუხედავად შეწყალებისა, სააკაშვილი საპატიმროში დარჩებოდა. ახლა, თუ სალომე ზურაბიშვილი იმ დასკვნამდე მივა, რომ შეიწყალებს, ჩვენთან პატიმრობა კი არა, არანაირი აღკვეთის ღონისძიება აღარ აქვს და გარეთ იქნება, – ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის განმხილველი კოლეგიის მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ გაუუქმა სასამართლომ იმავე საქმის წინა სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. […]
კატეგორია: სამართალი
რა კავშირშია ვაკეში სოსო ჯოხაძის მკვლელობა კიევში ირაკლი მალანიას ჩაცხრილვასთან
გახმაურებული მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელიც წლებია დუმილის უფლებით სარგებლობს, დუმილს “კურიერთან” არღვევს. სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის გასამართლებული ბადრი, იგივე ბადუკა ნათობაძე “კურიერს” მას შემდეგ დაუკავშირდა რაც რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი მალანიაზე თავდასხმის შესახებ რეპორტაჟი იხილა. სიუჟეტში “კურიერი” მაყურებელს იმ ქართველ ავტორიტეტებზე მოუთხრობდა, რომლებიც კიევში მომხდარ თავდასხმაში არიან ბრალდებულები და მათგან ორს – ნოდარ ნიშნიანიძეს და ლაშა სიხარულიძეს […]
ირაკლი მალანია კიევის კლინიკაში გარდაიცვალა
კრიმინალური ავტორიტეტი ირაკლი მალანია, რომელსაც 16 ნოემბერს კიევის სასამართლოს ეზოსთან შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს, წუხელ კლინიკაში გარდაიცვალა. მალანია 10 დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა მას 10 ტყვია ესროლეს. უკრაინის პოლიციამ ფაქტზე საქართველოს მოქალაქე გიორგი არუთინოვი დააკავა, ორ პირზე – ნოდარ ნიშნიანიძესა და ლაშა სიხარულიძეზე კი ძებნა გამოცხადდა. რუსთავი 2
ნაძალადევში ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული ა.ს. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჩართული იყო ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. სამართალდამცველებმა ა.ს. ნაძალადევის რაიონში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მეტადონის შემცველი ნარკოტიკის სხვადასხვა ადგილზე განთავსებას აპირებდა. „პოლიციამ, ბრალდებულის […]
მთავარი არხი 112.000 ლარით დააჯარიმეს – რა წერია კომუნიკაციების კომისიის დასკვნაში
კომუნიკაციების კომისია “მთავარი არხის” დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას განმარტავს და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო ტელეკომპანია 112.000 ლარით დაჯარიმდა. განცხადებაში ვკითხულობთ: “კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონმდებლობის დარღვევით განთავსების გამო 112.000 ლარით დააჯარიმა. 17 და 18 ნოემბერს მაუწყებელმა ეთერში განათავსა სამი ვიდეორგოლი, რომლის განთავსების უფლებაც […]
ნინო ლომჯარია – “პარლამენტს მოვუწოდებ, შეაჩეროს მოსამართლეების არჩევის პროცესი”
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის. “სამწუხაროდ წლიდან წლამდე მცირდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, რაც შერჩევის პროცედურის მიმართ უნდობლობას აჩვენებს. 9 […]
კიევში ირაკლი მალანიას დაჭრისთვის გიორგი არუთინოვია დაკავებული
კიევის ცენტრში 10 ტყვიით დაჭრილი ირაკლი მალანია ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში რჩება. 16 ნოემბერს ირაკლი მალანია ერთ-ერთი საქმის პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო, როდესაც შენობასთან მისულს სასამართლოს ეზოში 10 ტყვია ესროლეს. „კურიერმა“ დანაშაულის მოტივი და სავარაუდო ბრალდებულების ვინაობა გაარკვია. დაკავებულია ე.წ. ფეიქრიშვილების დაჯგუფების ერთი წევრი გიორგი არუთინოვი, კიდევ ორზე კი ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს მოქალაქეები – […]
304.363 ლარის მითვისებისთვის 1 პირი დააკავეს, 1 პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს […]
რუსეთში ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს
სანქტ-პეტერბურგში „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე დააკავეს. რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მისი დაკავება უკავშირდება გაფლანგვის საქმეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2016 წელს „კონსტანს ბანკიდან“ დაახლოებით სამი მილიარდი რუბლის დაკარგვის გამო, რომლის მფლობელი ებრალიძე იყო. შემოწმების შემდეგ, მას ლიცენზია ჩამოერთვა. ებრალიძე ასევე, ცნობილია როგორც კომპანია „თალიონის“ დამფუძნებელი. 2009 […]
გლდანში პატიმარი ეგორ გრეგენკო დილის 7 საათზე ლოგინში ექიმმა გარდაცვლილი იპოვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს, ეგორ გრეგენკოს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. როგორც პენიტენციურ სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ოჯახის ექიმის მიერ უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი. „მსჯავრდებული ე.გ (დაბ. 18.03.1989 წ.) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 30.07.2021 […]









