პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო პოლიცია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ,,კვირას, 21 ნოემბერს, 346-ჯერ სცადეს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა“, – აღნიშნულია განცხადებაში. სასაზღვრო პოლიცია წერს, რომ მესაზღვრეებმა შემთხვევების აღკვეთა სცადეს და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის 3 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო საქართველოს მოქალაქეც. პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა. უამრავი […]
კატეგორია: სამართალი
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავეს. 30 წლის მამაკაცი იტალიის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ ხარაჩოებზე იყო ამძვრალი. იტალიური პრესა სხვადასხვა სტატიაში დაკავებულს “აკრობატად” მოიხსენიებს. მას თანამზრახველიც ახლდა თან, რომელმაც დაკავების ოპერაციის დროს მიმალვა მოახერხა. რაც შეეხება დაკავებულს, ის ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ.,1957 წელს […]
3 მილიონი ლარის ყალბი ანგარიშ-ფაქტურების შექმნისთვის 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული 8 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების […]
გორში გომელაურის სადღეგრძელოს გამო პოლიციელი ჯინიყაშვილი ცემეს
შიდა ქართლში პოლიციის მაღალჩინოსნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიზეზი შინაგან საქმეთა მინისტრის სადღეგრძელოს დალევა გახდა. გორის ცენტრში ერთ-ერთ კაფეში სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ ლექსო სუხიშვილმა დეტექტივების დეპარტამენტის უფროსი მას შემდეგ სცემა, რაც შალვა ჯინიყაშვილმა მისი დავალება არ შეასრულა და ვახტანგ გომელაურის სადღეგრძელო ფეხზე მდგარმა არ დალია. “ტვ პირველის” კამერას შსს-ს მაღალჩინოსნები ემალებიან და მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. […]
ენგურში ნაპოვნი მამაკაცი წალენჯიხელია – ახალი დეტალები
ენგურში კაშხალთან 20 ნოემბერს ნაპოვნი მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია, რომელიც მესტიის რაიონში, ჭუბერში სახერხ საამქროში მუშაობდა. “კურიერის” ინფორმაციით, 24 ოქტომბერს მან თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში, წალენჯიხაში წასვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. ძებნაში, პოლიციის გარდა, სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულნი. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა.
“მთელი ღამე წყლით სავსე ბოთლს თავში მიტყამდნენ” – ბექა ლატარია შატალოვას მკვლელობას არ აღიარებს
ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია ამტკიცებს, რომ ის წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ლატარიამ წერილი “ტვ პირველს” გაუგზავნა, სადაც ირწმუნება, რომ ციხეში მას წყლით სავსე ბოთლებით სცემეს და აწამეს. “მთავარ სამმართველოში წამათრიეს, იქ მიყვანამდე არ ვიცოდი რა ხდებოდა. სკამზე ხელებზე უკანშეკრული დამაბეს და ვიღაც უფროსი შემოვიდა, რომელიც თავიდან ჯიმათი მომმართავდა. მითხრა ასეთი რამ: ჭიამ, ე.წ. კანონიერმა ქურდმა […]
ჭუბერში მდინარეში 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ტვ პირველს სასამართლომ პატრულ გელა კვაშილავასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გელა კვაშილავას და ტელეკომპანია “პირველს” შორის მიმდინარე დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შაბათის გადაცემის ეთერში დაავალა გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. “მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია “პირველმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო […]
თბილისში სალომე მარტიაშვილი ქმარმა მოკლა და გაზით გაგუდვის ინსცენირება მოაწყო – ანზორ ლურსმანაშვილი დააკავეს
თბილისში თემქაზე 6 ნოემბერს 27 წლის სალომე მარტიაშვილი გაზით გაიგუდა. ამ საქმის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “კურიერის” ცნობით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ის საკუთარმა მეუღლემ ეჭვიანობის ნიადაგზე ბლაგვი საგნით მოკლა, ადგილზე დანაშაულის კვალი გააქრო და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. ახალგაზრდა ქალის ცხედარი გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. იქვე იატაკზე […]










