სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოვიდტესტირების პუნქტი, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ, დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა […]
კატეგორია: სამართალი
ხობში 12 წლის ბიჭი 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა
სამეგრელოში, ხობში12 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, 40 წლამდე კაცმა გააუპატიურა. შემთხვევა სოფელ ხეთაში მოხდა. დანაშაულში ბრალდებული დ.ლ. პოლიციამ ბავშვის გამოკითხვის შემდეგ დააკავა. ფაქტის შესახებ პოლიციაში ბავშვის მამამ განაცხადა, რომელის მომხდარს თავად შეესწრო. არსებული ინფორმაციით, დაზარალებული და დაკავებული ერთმანეთის მეზობლები არიან. მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური […]
გლდანში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
გლდანში 17 ნოემბერს გვიან ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 1990 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.მ.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი […]
სარფის საბაჟოზე 5 კგ ოქროს ნაწარმი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე, პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რომელშიც, საბაჟო კონტროლის შედეგად, აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის […]
სამცხე-ჯავახეთში მოხეს მეჩეთის საქმეზე სტრასბურმა რელიგიური დისკრიმინაცია დაადგინა
ევროსასამართლომ მოხეს მეჩეთის საქმეზე რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაცია და ოთხი აპლიკანტის მიმართ არაეფექტიანი გამოძიება დაადგინა. განმცხადებლები საქართველოს მოქალაქეები, მუსლიმი თემის წარმომადგენლები არიან: თეიმურაზ და ოთარ მიქელაძეები და მალხაზ და გოჩა ბერიძეები. სტრასბურის სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ წინასწარი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასა და ასევე, პოლიციელების მხრიდან დისკრიმინაციის შემცველ გამონათქვამებს. ევროსასამართლომ, ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთი […]
“სირცხვილიას” აქტივისტი მარიამ დოლიძე 1.000 ლარით დაჯარიმდა
5 აგვისტოს, კანცელარიასთან ცარცით გაკეთებული წარწერის გამო, მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი 1.000 ლარით დაჯარიმდა. მარიამ დოლიძეს ჯარიმა იერსახის დამახინჯებისთვის 3 თვის შემდეგ გამოუწერეს. შესაბამისი შეტყობინება მან გუშინ მესიჯით მიიღო. საქმე ეხება 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმის მთავარი ფიგურანტის, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლების გამო გამოხატულ პროტესტს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ჩოლოიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, “სირცხვილიას” აქტივისტი მთავრობის […]
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი დააკავეს
საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შპს „გაგუ“-ს დირექტორის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ […]
რატი ბრეგაძე – “არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს!”
როგორ შეკითხვას სვამთ: „თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“ – არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს! – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვას. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სახელმწიფო არის ერთ-ერთი პირველი, ვინც დაინტერესებულია პატიმრის ჯანმრთელობით. „სტრასბურგის სასამართლოს პირობადებული მოწოდება არ ჰქონია გაკეთებული, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და თქვენ როგორ შეკითხვას სვამთ: „თქვენ ხელს აწერთ მის […]
პოლიციამ იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1994 წელს დაბადებული შ.ჩ. და 1983 წელს დაბადებული გ. ხ. ბაღდათსა და თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულებს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,იმერეთის […]
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, დაკავებულია 2 პირი და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 3 პირი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2020 წლის პერიოდში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს ჯამში 762.000 ლარის […]










