ხობში 12 წლის ბიჭი 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურა

ხობში 12 წლის ბიჭი 40 წლის მამაკაცმა გააუპატიურასამეგრელოში, ხობში12 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, 40 წლამდე  კაცმა გააუპატიურა. შემთხვევა  სოფელ ხეთაში მოხდა.  დანაშაულში ბრალდებული დ.ლ. პოლიციამ ბავშვის გამოკითხვის შემდეგ დააკავა.

ფაქტის შესახებ პოლიციაში ბავშვის მამამ განაცხადა, რომელის მომხდარს თავად შეესწრო.   არსებული ინფორმაციით,  დაზარალებული და დაკავებული ერთმანეთის მეზობლები არიან.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

12 წლის ბიჭს ექსპერტიზა  ჩაუტარდა.

ტვ პირველი