მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულები – ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს […]
კატეგორია: სამართალი
“სააკაშვილის და უგულავას გასახდომად ინსბრუკში 114.000 ლარი დაიხარჯა” – პროკურორი მუჯირი
114.000 ლარი იქნა გადახდილი ინსბრუკში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავას გასახდომ პროცედურაში, – ამის შესახებ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა. „დღეს, სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება პრეზიდენტისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს, ჩატარდა სასამართლო სხდომა. მოცემული […]
გლდანის ციხის დირექტორ დავით დარასელიას კოვიდ 19 დაუდასტურდა
საქართველოს მესამეპრეზიდენტი პისიარ ტესტის პასუხის მოლოდინშია – “ტვ პირველის” მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის უფროსი იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი, დავით დარასელია კორონავირუსითაა ინფიცირებული. დარასელიას covid 19-ით ინფიცირება დაადასტურა იუსტიციის სამინსიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნატა მახვილაძემაც. მისი თქმით, ციხის დირექტორი სახლში გადის მკურნალობას. რაც შეეხება ნათია გედენიძეს, […]
სააკაშვილის პროცესზე ადვოკატი ბასილაია მოსამართლეს დაუპირისპირდა
თქვენ თუ ობიექტური მოსამართლე ხართ და ამ ფარსში არ მონაწილეობთ, არ გიჩნდებათ კითხვები? თუ მიხეილ სააკაშვილი ისე მძიმედაა, რომ პროცესზე გადმოყვანა არ შეიძლება, მაშინ დისტანციურად როგორ მიიღებს მონაწილეობას? – ამ კითხვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს მიმართა. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, რომელსაც პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრება, ხმაური რამდენჯერმე იყო. საქმის […]
უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 10 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია კასპის, მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში, მდინარეების – მტკვრისა და ლიახვის კალაპოტებში. „კასპის მუნიციპალიტეტში გამოვლენილია 4 სამართალდარღვევა. მოქალაქეების მიერ, ელექტროშოკური აპარატების და ანკესზე გამობმული სახლართი ბადის გამოყენებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 19 […]
ტორესა მოსი გამოუშვეს
ორი დღის წინ დაკავებული მწერლისა და “მთავარი არხის” ტელეწამყვანის, ტორესა მოსის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის განმარტებით, ის გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და საქმის განხილვა 19 ნოემბრისთვის გადაიდო. მოსამართლის თქმით, რადგან საქმეში მოცულობითი მასალებია, განხილვას დრო სჭირდება. როგორც სასამართლო სხდომაზე ტორესა მოსიმ განაცხადა, ეს მისი პოლიტიკური პერფორმანსი იყო და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მანამდე კი მისმა მეგობრებმა […]
“სააკაშვილის პალატა რეანიმაციის გვერდით მდებარეობს” – პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიცრუეა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო. “განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილი არ […]
მარიამ ქოჩიშვილი – “ქმარი ისე ვცემე, რომ ფრჩხილები დავიმტვრიე” – რა მოხდა რუსთავში
“ცდილობდა გავეშველებინეთ მე და დედაჩემი, მაგრამ მე ეს უფრო ნერვებს მიშლიდა”,- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” მარიამ ქოჩიაშვილმა განუცხადა, რომელიც აღიარებს, რომ მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალის თქმით, თავდაპირველად კონფლიქტი მასსა და დედამის შორის დაიწყო. დედა-შვილის გაშველებას მამაკაცი ეცადა, რომლის დროსაც, მარიამ ქოჩიაშვილის განცხადებით, ქმარმა ხელი კრა, რამაც ახალგაზრდა ქალი უფრო გააღიზიანა და […]
სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ხუთი ფაქტი გამოვლინდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ხუთი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქსანზე და სოფელ ძეგვის მიმდებარედ, გამონამუშევარი სივრცის და ტრაქტორების დგომის ადგილების გადამოწმებისას დადგინდა, რომ იურიდიული […]
“რუსთავის ციხის უფროსმა მოდებაძემ მიშას უთხრა, რომ ვივამედში გადაჰყავდათ” – გლდანში შეყვანის ახალი დეტალები
ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე, მიხეილ სააკაშვილთან გლდანის ციხის საავადმყოფოში შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია პირველის ეთერში დეტალურად ყვება, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს თუ როგორ მოხდა მისი გადაყვანა რუსთავის ციხიდან გლდანში. “გადმოყვანის დროს მე პირველად გავიგე, რომ არსებობს ერთადერთი ადამიანი, რომელმაც მას უთხრა ტყუილი, ეს გახლავთ, რუსთავის მე-12 დაწესებულების დირექტორი, ბატონი მოდებაძე, რომელმაც მას უთხრა რომ ის გადაყავდათ ვივა მედში, […]










