გლდანის ციხის დირექტორ დავით დარასელიას კოვიდ 19 დაუდასტურდა

გლდანის ციხის დირექტორ დავით დარასელიას კოვიდ 19 დაუდასტურდასაქართველოს მესამეპრეზიდენტი პისიარ ტესტის პასუხის მოლოდინშია – “ტვ პირველის” მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის უფროსი იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი, დავით დარასელია კორონავირუსითაა ინფიცირებული. დარასელიას covid 19-ით ინფიცირება დაადასტურა იუსტიციის სამინსიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნატა მახვილაძემაც.

მისი თქმით, ციხის დირექტორი სახლში გადის მკურნალობას.

რაც შეეხება ნათია გედენიძეს, პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის თქმით, დარასელიას კორონავირუსი მას შემდეგ გაუდასტურდა, რაც ის კლინიკაში გარკვეული მანიპულაციის ჩასატარებლად იმყოფებოდა.

გედენიძის მტკიცებით, ციხის საავადმყოფოში შემოსვლამდე მან ტესტი გაიკეთა, ვირუსის დადასტურების შემდეგ კი მას მიხეილ სააკაშვილთან კონუნიკაცია არ ჰქონია.

“ტვ პირველმა” გლდანის ციხის N18 სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელის, დავით დარასელიას, covid-19-ით ინფიცირების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შეძლო.

წყარო “პირველებს” უყვება, რომ დარასელიას კორონავირუსი ოფიციალურად მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, 14:00 საათზე, დაუდასტურდა.

მეტიც, როგორც “ტვ პირველს” უყვებიან, ციხის საავადმყოფოს ხელმძღვანელის მონაცემები დაავადებათა კონტროლის ერთიან ბაზაში კორონადადებითი სტატუსით არის შეყვანილი.