. მწერალი “გირჩი მეტი თავისუფლების” აქცია-პერფორმანსში მონაწილეობდა და სუს-ის ადგილობრივი შენობა მანქანით ჰქონდა ბოკირებული. პარტიამ დილიდან პროტესტის ამ ფორმას მიმართა და ქვეყნის 6 ქალაქში, ავტომობილებით ჩაკეტა უსაფრთხოების სამსახურების შენობაში შესასავლელები. ”კომენტარს არ ვაკეთებ – მიმართეთ პრესცენტრს” ამ შინაარსის წარწერები აქვთ გამოკრული პერფორმანსის მონაწილეებს მანქანის შიგნიდან. მთავარი
კატეგორია: სამართალი
“სააკაშვილს დავით დარასელიას და ნოდარ ქინქლაძის ბრძანებით მიათრევდნენ” – ალექსი კობაიძე
ციხის საავადმყოფში მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი გზით გადაყვანის კადრებში გლდანის მე-8 და მე-18 დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები ფიგურირებენ – უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ერთი მე-18 დაწესებულების დირექტორი დავით დარასელიაა, ხოლო მასთან ერთად ოთახში მყოფი მეორე ადამიანი მე-8 დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე. იურისტის ინფორმაციით, პატიმრებზე ძალადობრივი მოპყრობის დირექტივებს უშუალოდ ისინი გასცემენ. “გავრცელდა მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის წამების კადრები, მე პირადად […]
ნინო ლომჯარია – “პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პატივი და ღირსება შეურაცხყო”
სახალხო დამცველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად […]
შოკისმომგვრელი კადრები – როგორ შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხეში – ვიდეო
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი […]
“ოცნების” წევრი დავით კამლაძე დააკავეს
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და თაღლითობის ფაქტზე ,,ქართული ოცნების” წევრი, დავით კამლაძე, დააკავეს. მძიმე დანაშაულში ბრალდებული კამლაძე მმართველი პარტიის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის, ბიუროს ხელმძღვანელია. გავრცელებული ინფორმაციით, კამლაძეს ხელბორკილი სავარაუდოდ სწორედ ,,ოცნების” ოფისში დაადეს. ზესტაფონის მერიაში, სადაც ტყიბულის მაჟორიტატი დეპუტატის ბიუროა განთავსებული, ტვ პირველს ჯერ კამლაძის დაკავების ფაქტს არ დაუდასტურეს, შემდგომში კი განაცხადეს, რომ დაკავება […]
სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობა გაუუქმდა
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ – ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, […]
გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს
7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის საჯაროობასთან და მიხეილ სააკაშვილის დასწრებასთან დაკავშირებით და ამაზე მისი რეაქციის შემდეგ გამოაძევეს. „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი […]
საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციას განსაკუთრებული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტს წლების წინ აქვს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, თუმცა დღეს მისი გადასინჯვა უნდა მოხდეს. პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს. ეზოში პოლიტიკოსები, ოპოზიციის ლიდერები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს. მთავარი
“მას 600 მანქანიანი კორტეჟი უნდა გაჰყოლოდა” – სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე პენიტენციურმა უარი თქვა
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანს. ამის შესახებ ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური […]
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დარჩნენ
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ელგუჯა ცომაიას ადვოკატი მისი 10 000-ლარიანი […]









