თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციას განსაკუთრებული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტს წლების წინ აქვს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, თუმცა დღეს მისი გადასინჯვა უნდა მოხდეს. პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს. ეზოში პოლიტიკოსები, ოპოზიციის ლიდერები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. სხდომას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს. მთავარი
კატეგორია: სამართალი
“მას 600 მანქანიანი კორტეჟი უნდა გაჰყოლოდა” – სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე პენიტენციურმა უარი თქვა
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანს. ამის შესახებ ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური […]
სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში დარჩნენ
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ელგუჯა ცომაიას ადვოკატი მისი 10 000-ლარიანი […]
შსს-მ თბილისში აქციებზე 46 პირი დააკავა
თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. „შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და […]
თემურ კუპატაძე – “ვცხოვრობ მცხეთაში, 100.000-იან სახლში”
ვცხოვრობ მცხეთაში, სახლში, რომელიც გაფორმებულია ჩემს სახელზე და არაფერს ვმალავ, – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თემურ კუპატაძემ „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კუპატაძემ განმარტა, უძრავი ქონება, რაზეც ხაბეიშვილი საუბრობს, ორი სახლის გაყიდვის შედეგად და კრედიტით იყიდა. „წლების მანძილზე მქონდა სახლი, გავყიდე ერთი და მეორე და ვეძებდი შესაბამის ვარიანტს, […]
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მოსამართლემ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ისევ პატიმრობაში დატოვა. აკო ჭელიძის ადვოკატი საქმის პროკურორს, ლევან ვეფხვაძეს დაუპირისპირდა და მას საუბრის ტონი დაუწუნა. გიორგი კავილაძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი უნდა გადაუკვალიფიცირდეს. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. […]
სააკაშვილის გამოსაკითხად გლდანის ციხეში გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა. გამოკითხვას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც დაესწრებიან. როგორც დაწესებულებაში შესვლამდე მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიება დაწყებულია სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე. გამომძიებლის თქმივე, ის ყოფილ პრეზიდენტთან დამატებითი ინფორმაციის მოძიების და გამოკვლევის მიზნით შედის. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამძიებო დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ […]
სააკაშვილს “მოხვედი, ჩიტო” გოგა ორდენიძემ უთხრა
“მთავარმა არხმა” დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელმაც გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში შესახლებისას მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პირი, რომელმაც მესამე პრეზიდენტს მიმართა ფრაზით -“მოხვედი ჩიტო” გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილე გოგა ორდენიძეა, რომელიც წარსულში ნასამართლევია. გოგა ორდენიძე წლების წინ შსს-ში მუშაობდა, 2006 წელს, როდესაც ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომელი იყო, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ორდენიძემ სასჯელის […]
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისთვის 1 პირი პასუხისგებაში მისცეს
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე აჭარაში ერთი პირი პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების […]
სააკაშვილი – „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში?! მითხრეს გლდანის ციხეში, გამათრიეს მიწაზე და კისერში მირტყეს”
გადმომათრიეს მანქანიდან, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს მოტყუებით. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან ნამდვილად გაკრა პალატაში ხელი ანალიზატორს, რადგან ნემსის გაკეთება დაიწყეს მისი ნებართვის გარეშე. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ […]









