ესპანეთში ქართველების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე. ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ. ერთ ღამეში ქართველებმა 5 ბინის გაძარცვა მოახერხეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები. ტვ პირველი
კატეგორია: სამართალი
16 მილიონი ლარის ღირებულების მიწის 2 ნაკვეთის მითვისებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, ქ. თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47.800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბა აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის […]
მკვლელობა წყალტუბოში – 33 წლის მამაკაცი ნათესავმა მოკლა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში ორი დღის წინ მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი ნათესავმა მოკლა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. არსებული ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციას ის დაკავებული ჯერ არ ჰყავს.
პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა
პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა. უკიდურეს პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებას მიჰყვა, რომელმაც ირაკლი კვარაცხელია 7 წლით ციხეში გაუშვა. პატიმარმა ყელი საპარსის პირით გამოიჭრა. როგორ მოხვდა დანაშაულის იარაღი სასამართლოს დარბაზში, უცნობია. ქურდობაში ბრალდებული ირაკლი კვარაცხელია ჯერ კიდევ ივლისის თვეში ,,ტვ პირველს” დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა მას ნაქურდალი ნივთი, ოქროს ბეჭედი, ჩაუდეს. ,,პირველები” აღნიშნული საქმით […]
ისრაელში ქართული მაფიის ბოსი და მისი ვაჟი მოკლეს
მოკლულია ქართული მაფიის ბოსი – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის შუმ ისაკოვი 20 წლის ვაჟთან ერთად ისრაელში, ავტომობილში, ჩაცხრილეს. პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიება სასტიკი მკვლელობის ზუსტ მოტივზე არ საუბრობს. სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალურ შურისძიებას განუხილავს. არაა გამორიცხული, ისაკოვის და მისი ვაჟის მკვლელობას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნაჰარიაში 2 […]
მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად სასამართლო დატოვა
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მეგის ქარდავამ პროტესტის ნიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა. ამის მიზეზად ქარდავამ ის ფაქტი დაასახელა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და “ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში” სამართალს ვერ იპოვის. ქარდავას განმარტებით, ის, თავისი ძმა და მეგობრები საქართველოს უსაფრთხოებას იცავდნენ. “არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს უსაფრთხოებასა […]
პროკურორი ქობულაძე – “ვაჩე ცაკაშვილს სალონში მყოფი ყველა პირის მოკვლა სურდა”
პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს მასაჟის დაწესებულებაში არა მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის, არამედ დაწესებულებაში მყოფი ყველა პირის მკვლელობა სურდა. როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, რითაც ვაჩე ცაკაშვილმა ტაილანდის მოქალაქე მოკლა. გიორგი ქობულაძის თქმით, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ბრალდებული ვაჩე ცაკაშვილი და მოკლული […]
ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაილანდის მოქალაქის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ კალათბურთელს, ვაჩე ცაკაშვილს პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ესწრებოდა ბრალდებული, ვაჩე ცაკაშვილიც, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურორის განმარტებით, თუ არ იქნებოდა გამოყენებული პატიმრობა, არსებობდა საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ცაკაშვილი მიიმალებოდა ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, ასევე, მხედველობაშია მისაღები საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია მოწმეები და […]
ხაშურში მურთაზ მაჩხაშვილის და დედამისის ცემას დაჩი ტაბატაძეს აბრალებენ
ხაშურში მცხოვრები შშმ პირის, მურთაზ მაჩხაშვილისა და დედამისის ცემისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. ფორმულასთან საუბრისას მაჩხაშვილის დედა ფიზიკურ ძალადობაში საკუთარ მეზობელს დაჩი ტაბატაძეს ადანაშაულებს და ყვება, რომ მომხდარზე პოლიციას რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგადაც ოჯახის წევრებმა გენერალურ ინსპექციას მიმართეს. ამის შემდეგ მურთაზ მაჩხაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა საქმე მალევე დახურეს. ამ თემაზე საუბრობს მაჩხაშვილების მეზობელიც, რომელიც ყვება, რომ დაჩი […]
ვერაზე ტაილანდელი ქალის მკვლელობაში ბრალდებული კალათბურთელი ვაჩე ცაკაშვილია
“რუსთავი 2-მა” ვერაზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინა. ის 23 წლის კალათბურთელი ვაჩე ცაკაშვილია. მკვლელობა 31 ოქტომბერს, ღამით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მასაჟის სალონში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – ტრანსგენდერ ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სხეულზე დაზიანება მიაყენა […]










