კატეგორია: სამართალი

გორში რაულ გაგოშიძის დაჭრისთვის 2 პირი დააკავეს

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში რაულ გაგოშიძის დაჭრის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1969 წელს დაბადებული მ.ნ. და 1996 წელს დაბადებული ტ.ნ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მ.ნ.-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ხოლო ტ.ნ. დაკავებულია ძალადობის ბრალდებით. […]

ბარსელონაში ქართველ კრიმინალებს კასპელი ძმები ლიპარტელიანები მეთაურობდნენ

ბარსელონაში ქართველ კრიმინალებს კასპელი ძმები ლიპარტელიანები მეთაურობდნენ

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია სამოქალაქო გვარდიამ და კატალონიის პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დაკავებულია საქართველოს რვა და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. დაჯგუფება ბარსელონაში 40-მდე სახლის ძარცვაზეა პასუხისმგებელი. ქართველების დაკავება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. პრესა წერს, რომ ბარსელონაში გამოვლენილი დანაშაულებრივი ქსელის სათავეში ქართველი ძმები იდგნენ. დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, […]

სუსი – “აქციაზე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას აპირებენ, აქციებს სააკაშვილი ხელმძღვანელობს”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ – საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. „მიმდინარე […]

სამეგრელოში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

“მთავარი არხის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, პოლიციის განყოფილებაში მოხდა. ცნობილია, რომ ორივე პოლიციელი დღეს მორიგე იყო, თუმცა, რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, უცნობია. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში სამმართველოდან დამატებითი ჯგუფები მივიდნენ. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა პოლიციელი, რომელმაც კოლეგა მოკლა. მთავარი

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე დაჭრეს

გორში მამაკაცი დაჭრეს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრილია ბიზნესმენი რაულ გაგოშიძე. წინასწარი ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. გაგოშიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “გორმედში” გადაიყვანა. შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე იდენტიფიცირებულია ერთი პირი, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ცნობისთვის, ბიზნესმენი საქართველოში ამერიკიდან 2 დღის წინ დაბრუნდა.

ესპანეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში საქართველოს 9 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში ქართველების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა.  დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე. ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ.  ერთ ღამეში ქართველებმა  5 ბინის გაძარცვა მოახერხეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები. ტვ პირველი

16 მილიონი ლარის ღირებულების მიწის 2 ნაკვეთის მითვისებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

16 მილიონი ლარის ღირებულების მიწის 2 ნაკვეთის მითვისებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, ქ. თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47.800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბა აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის […]

მკვლელობა წყალტუბოში – 33 წლის მამაკაცი ნათესავმა მოკლა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში ორი დღის წინ მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის მამაკაცი ნათესავმა მოკლა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. არსებული ცნობით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციას ის დაკავებული ჯერ არ ჰყავს.

პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა

პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა

 პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა.  უკიდურეს პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებას მიჰყვა, რომელმაც ირაკლი კვარაცხელია 7 წლით ციხეში გაუშვა. პატიმარმა ყელი საპარსის პირით გამოიჭრა. როგორ მოხვდა დანაშაულის იარაღი სასამართლოს დარბაზში, უცნობია. ქურდობაში ბრალდებული ირაკლი კვარაცხელია ჯერ კიდევ ივლისის თვეში ,,ტვ პირველს” დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა მას ნაქურდალი ნივთი, ოქროს ბეჭედი, ჩაუდეს. ,,პირველები” აღნიშნული საქმით […]

ისრაელში ქართული მაფიის ბოსი და მისი ვაჟი მოკლეს

ისრაელში ქართული მაფიის ბოსი და მისი ვაჟი მოკლეს

მოკლულია ქართული მაფიის ბოსი – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 53 წლის შუმ ისაკოვი 20 წლის ვაჟთან ერთად ისრაელში, ავტომობილში, ჩაცხრილეს. პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. გამოძიება სასტიკი მკვლელობის ზუსტ მოტივზე არ საუბრობს. სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალურ შურისძიებას განუხილავს. არაა გამორიცხული, ისაკოვის და მისი ვაჟის მკვლელობას კავშირი ჰქონდეს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნაჰარიაში 2 […]