საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა. ბრალდებულს საქართველოს […]
კატეგორია: სამართალი
ბათუმში მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ.დ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს – 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან […]
50 ცალი ყალბი 100 დოლარიანის გასაღებისთვის 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5.000 აშშ დოლარის ოდენობის 50 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის […]
“ნიღბიანმა რამდენჯერმე ესროლა და მერე შავი მანქანით გაიქცა” – ბათუმში მამაკაცი მოკლეს
დღეს, 21 ოქტომბერს, ბათუმში 50 წლამდე მამაკაცი დაჭრეს – შემთხვევა დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე მოხდა. შუახნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია კიდურებში ესროლეს. შემთხვევა ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ გასროლის ხმა 5-ჯერ გაიგონეს, ადგილზე მისულებს კი დაჭრილი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. მათივე თქმით, დამნაშავე რომელიც შავი ფერის მანქანით გადაადგილდებოდა, შენიღბული […]
რუსლან შამახია – “პოლიციამ გაფორმებული თოფები წამართვა” – ხობში ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს
ხელისუფლებამ სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგო სპეცოპერაციების სერია დაიწყო. 20 ოქტომბერს გვიან ღამით, ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე. დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომელსაც გვიან ღამით სახლში შეუვარდნენ და “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც დაუდეს. ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის მაიორის, […]
თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს
პოლიციამ საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, მათ შორის 3 პირი სამართალდამცველებმა გუშინ ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური […]
წავკისში უცხოელის ნაკვეთის მითვისებისთვის 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვა პირების დახმარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რიცხული, სოფელ წავკისში მდებარე 4.412.100 ლარის ღირებულების 39 932.00 მ2 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით სცადა თითქოსდა იტალიის გენუაში გაცემული, იტალიურ ენაზე […]
შორენა ბეგაშვილის შეყვარებულმა ანასტასია შატალოვას მკვლელი დაიქირავა? – რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება
რუსთავი 2-ის ცნობით, ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან კანონიერი ქურდის კავშირი იკვეთება. “კურიერის” ინფორმაციით, გამოძიება დაკვეთის ვერსიაზე მუშაობს. კერძოდ, ექსკლუზიური ინფორმაციით, დამკვეთმა საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ე. წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად “ჭიას” ანასტასია შატალოვას ლიკვიდაციისთვის შემსრულებლების პოვნა სთხოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა. ლაშა ბარათელი შორენა ბეგაშვილის შეყვარებულია. პრაიმ ტაიმის ცნობით, შორენა […]
სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატ ბექა ბასიალაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გმირობის აქტია და არ შეიძლება “იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა”. “ეს არის დასტური, ეს არის ” ქართული ოცნების” მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ “ოცნების” ხელისუფლებას, ამ […]
მასობრივი ჩხუბი გორში – დაჭრილია 1 პირი
გორში, ფარნავაზის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 6 ახალგაზრდას შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, 5 ადგილობრივი თბილისიდან ჩასულ პირს ქვებითაც დაუპირისპირდა. ის გორმედშია გადაყვანილი და ჯერჯერობით უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს. სამართალდამცველები ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა “მთავარის” ინფორმაციით, ჩხუბის ხუთივე მონაწილე დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. მთავარი










