რუსთავი 2-ის ცნობით, ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან კანონიერი ქურდის კავშირი იკვეთება. “კურიერის” ინფორმაციით, გამოძიება დაკვეთის ვერსიაზე მუშაობს. კერძოდ, ექსკლუზიური ინფორმაციით, დამკვეთმა საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ე. წ. კანონიერ ქურდს, მეტსახელად “ჭიას” ანასტასია შატალოვას ლიკვიდაციისთვის შემსრულებლების პოვნა სთხოვა. ამის შემდეგ ლაშა ბარათელი დაუკავშირდა თბილისში ერთ-ერთ პირს, რომელსაც დანაშაული სისრულეში უნდა მოეყვანა. ლაშა ბარათელი შორენა ბეგაშვილის შეყვარებულია. პრაიმ ტაიმის ცნობით, შორენა […]
კატეგორია: სამართალი
სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს
რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ადვოკატ ბექა ბასიალაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გმირობის აქტია და არ შეიძლება “იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა”. “ეს არის დასტური, ეს არის ” ქართული ოცნების” მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ “ოცნების” ხელისუფლებას, ამ […]
მასობრივი ჩხუბი გორში – დაჭრილია 1 პირი
გორში, ფარნავაზის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით 6 ახალგაზრდას შორის მომხდარი დაპირისპირებისას ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, 5 ადგილობრივი თბილისიდან ჩასულ პირს ქვებითაც დაუპირისპირდა. ის გორმედშია გადაყვანილი და ჯერჯერობით უცნობია რა სახის დაზიანებები აქვს. სამართალდამცველები ადგილზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა “მთავარის” ინფორმაციით, ჩხუბის ხუთივე მონაწილე დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. მთავარი
სააკაშვილის საქმეზე ტრაილერის მძღოლი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირი ტრაილერის მძღოლი გიორგი ნარიმანიძეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მისმა ადვოკატმა განაცხადა. გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, გიორგი ნიორაძე, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიასთან მუშაობდა. ამასთან, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლის დაკავება შიდა ქართლში, კერძოდ კასპის რაიონში მოხდა. „ახლა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ […]
“ზურაბ ბერიძე დამემუქრა, მოგკლავ, კისერს მოგჭრი და ფანჯრიდან გადაგაგდებო” – რას წერდა შატალოვა ივნისში
“ტვ პირველმა” თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მიერ სამართალდამცავებისთვის მიცემული ჩვენება მოიპოვა. მიმდინარე წლის ივნისში მიცემულ ჩვენებაში ქალი ბათუმის ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის მხრიდან ლიკვიდაციით მუქარაზე საუბრობს. შატალოვა პოლიციელებს უყვებოდა, რომ ზურაბ ბერიძე მას ე.წ ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. “დამემუქრა, ავტოსკოლისთვის ფულს არ მოგცემ, მაგ ფულით ქილერს დავიქირავებ და მოვაკვლევინებ შენ თავსო… ზურაბ ბერიძე ოთახში […]
იოსებ ხახალეიშვილი ნიკა გვარამიას და ეკა გაგუას უჩივის და მთავარი არხისგან 55.555 ლარს ითხოვს
„იურისტებთან ერთად მოვამზადე და შემაქვს სარჩელი ტელეკომპანია „მთავარის“, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის ეკა გაგუას წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ჩემი მოთხოვნაა, იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ უარყოფილ იქნას ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით. საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში […]
ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია დაკავებისას ფანჯრიდან ხტებოდა
შსს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირის დაკავების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი. ბექა ლატარიას ბრალი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით აქვს წარდგენილი. ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება. ლევან […]
ანასტასია შატალოვას მკვლელობისთვის ბაჩუკი ლატარიას ბრალი წაუყენეს
ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ცოტა ხნის წინ ბაჩუკი ლატარიას წაუყენეს. სამართალდამცველების მტკიცებით, სწორედ ლატარიაა ის პირი, ვინც შატალოვას 7 ტყვია ესროლა. საქმის მასალები ადვოკატს ცოტა ხნის წინ გადასცეს. ლატარიას უფლებადამცველის, გიორგი ლაღიძის, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილ,ის უფლებას იყენებს. პატიმარი იყენებს დუმილის უფლებას და სიმშილობას აცხადებს, ჩვენ ბრძოლქს ვაპირებთ, […]
ცოლ-ქმარი ზარდიაშვილების მკვლელობისთვის 71 წლის ალექსანდრე ზარდიაშვილი მინდორში დააკავეს
შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1950 წელს დაბადებული ა.ზ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, სამეზობლო დავის ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით მეზობლად მცხოვრებ ბიძაშვილსა და მის მეუღლეს – გ.ზ.-ს და მ.ზ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. […]
გურჯაანში ალექსანდრე ზარდიაშვილმა ცოლ-ქმარი თოფით დაცხრილა
გურჯაანში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფიდან ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ცოლი ადგილზე გარდაიცვალა, ქმარი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. მას კისრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა, ის საავადმყოფოში შეყვანისას ცოცხალი იყო, თუმცა, მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი […]









