შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი “HONG FA SHANG HAI” დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს […]
კატეგორია: სამართალი
ყალბი კოვიდ პასპორტი 70 ევროდ – 9 პირი პასუხისგებაში მისცეს
70 ევროს სანაცვლოდ ყალბი ე.წ.კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტზე 9 პირი პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ ღონისძიებებს ყალბი კოვიდ-პასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამამზადებელ და გამომყენებელ პირთა გამოვლენა-მხილების მიზნით. საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და იმერეთის რეგიონში […]
ბათუმში 13 წლის გოგონა თანატოლებმა რესტორანში ცემეს
ბათუმში მერვე კლასის მოსწავლე რეინჯერების ძველ რესტორანში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. სავარაუდოდ, ასევე არასრულწლოვნები 13 წლამდე გოგოს აგინებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. არასრულწლოვნებმა სასტიკი ფაქტი მობილურით გადაიღეს და სოციალურ ქსელ “ტიკ ტოკზე” გაავრცელეს. მითხარი, რა ხარ… მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ”, – მიმართავს მოძალადე არასრულწლოვანი თანატოლს. მომხდარს წინ სკოლის მოსწავლის მიმართ კიბერბულინგი უძღოდა. […]
დავით კირკიტაძე – “რუსთავში ჩვენს ოფისზე თავდასხმა მოხდა”
ჩვენს ოფისზე მოხდა თავდასხმა, იყო ოფისში შეჭრის მცდელობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. დავით კირკიტაძემ რუსთავში, მის ოფისთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავდამსხმელები სამართალდამცავი უწყების აგენტები არიან. „იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ეს ის ადამიანები გახლავთ, ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო და მაშინ […]
გოგლა ჟვანია – “ბუსა და ნინო 1 თვეა, უცხოეთში არიან, ჩამოვა ნინო და ყველა ბრალდებას უპასუხებს”
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას, კავშირის შესახებ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებთან. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ “ამბები” გოგლა ჟვანიას დაუკავშირდა: – ბუსა დაახლოებით ერთი თვეა, საზღვარგარეთაა წასული, მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. ჭორებზე კომენტარის გაკეთება ძალიან არასერიოზული მგონია. ამ ინფორმაციას ვინც ავრცელებს, მათ თქვან, რა, საიდან, როგორ და ვინ ვის დაუკავშირდა. არც ჩემთან, არც ნინოსთან და […]
თბილისში მოზარდმა 5.000 ლარის ტექნიკა მოიპარა
ნიკა გვარამია – “ციხეში მოაწყობენ ბუნტს და სააკაშვილს მოკლავენ”
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა დაუშვებელია, უსაფრთხოებაა – ამის შესახებ საგანგებო განცხადება დღეს მისმა ადვოკატებმა გააკეთეს. ნიკა გვარამია იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომლის შესახებაც ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებს აქვთ: “ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული […]
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძემ ბუსა ჟვანიას დაურეკა
“შაბათის ეთერმა” ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმის ახალი ფაილები მოიპოვა. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ხუთტომიან საქმეში ახალი ფიგურანტი ჩნდება – საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. ბუსა ჟვანია იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ნიკოს მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ, ბრალდებულებმა დაურეკეს და სათქმელი მინიშნებებით უთხრეს. შოთაძის უწყების ოქროს მოწმე თბილისელი ტაქსის მძღოლი, 65 წლის ვლადიმერ […]
“ფეხებში მე და ზურა ვწვდით, ოხანაშვილი და ქარელა ხელებში… მტკვარში შევაცურეთ” – გორში თომას კენედის მკვლელობის დეტალები
“ნოდარ მელაძის შაბათმა” ბრიტანელი მუსიკოსის სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში აღიარებენ, როგორ დაგეგმეს 28 წლის თომას კენედის ჯგუფური ძარცვა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად და როგორ ჩააგდეს მდინარეში ბიჭი, რომელიც ქუჩის მუსიკოსებთან მათი სიმღერის მოსამენად ჩავიდა და პატივისცემის ნიშნად ლუდზე დაპატიჟა. ხუთივე ბრალდებული გამომძიებლებს წუთების სიზუსტით აღუწერს, როგორ დაგეგმეს ბრიტანელი ტურისტის ძარცვა. […]
შსს – “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, თანამშრომლები ვარჯიშობენ და სპეცმომზადებას გადიან”
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. „აღნიშნული როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება, პოლიციელები საოკუპაციო ხაზზე იცავენ ჩვენ მოსახლეობას, თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურ მომზადებას გადიან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი. რაც შეეხება […]










