ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს და მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას […]
კატეგორია: სამართალი
პროკურორი – “ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებმა 15 მანქანა გამოიცვალეს”
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულებმა გიორგი კავილაძემ და აკო ჭელიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს. პროკურორი აღნიშნულით დაცვის მხარეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალნენ და იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი შეშლოდა, სხვადასხვა ავტომანქანა გამოიყენეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი გადამალეს. “დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიმალვაში იმყოფებოდნენ, მაგრამ არ […]
ბათუმში ჩამონგრეული შენობის პირველი სართულის ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]
20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო
20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, 12 ოქტომბერს მას და სავარაუდოდ, მის ოჯახის წევრებს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. ჩარკვიანის თქმითვე, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეს კვალიფიკაციაც მიენიჭა და გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 116-ე მუხლით […]
„მაღაზიაში გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, ამოღებულია პასპორტები, დანები – შსს
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-სი ბრიფინგი ჩატარდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნ.კ.-ის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და […]
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა თურქეთში დაიგეგმა
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დანაშაულამდე ერთი თვით ადრე თურქეთში იმყოფებოდნენ. სწორედ იქ დაიგეგმა “კანონიერი ქურდის”, გია კვარაცხელიას ვაჟის მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორება. პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდის ლიკვიდაციის გეგმა თურქეთიდან დაბრუნებულმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ სისრულეში 15 სექტემბერს მოიყვანეს. იმას, რომ გიორგი კავილაძე მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთში გადავიდა, მისი მეგობარი ირაკლი კეთილაძეც ადასტურებს. “კურიერის” მიერ […]
გია კვარაცხელია – “დღეს ყველა ნიკოს მამად მიცნობს”
კითხვაზე – გამორიცხავს, თუ რა გია კვარაცხელია მისი შვილის მკვლელობის საქმეში ძმები კაკულიების მონაწილეობას, ადვოკატი პასუხობს: “გამორიცხული არაფერია, თუმცა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი გია კვარაცხელიასაც არ აქვს”. გავრცელებული ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, შურისძიების ნიადაგზე, 20 წლის წინ მოკლული “კანონიერი ქურდის”, დავით კაკულიას შვილებმა დაუკვეთეს. რუსთავი 2-ის ცნობით, კვარაცხელიების ოჯახის ადვოკატი ესაუბრა მოკლულის მამას, ასევე “კანონიერ […]
გიორგი თაბაგარი – “პოლიციელის შეგინებისთვის პროკურატურა ჩემ პატიმრობას ითხოვს”
“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ 5 ივლისს, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. “დღეს აბსურდისტანის სასამართლო პროცესი მქონდა. 5 ივლისს, სატელეფონო ზარის დროს პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეზე. ბრალმდებელი მხარე უმაღლეს ზომას, პატიმრობას ითხოვს! მაინც შეგახსენებთ, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ […]
რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში, სპეციალურად მოწყობილ სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში, სპეციალურირეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე. როგორც […]
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები წყნეთში მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ
პოლიციამ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავა. ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ ბრალდებულები, თითქმის 3 კვირის განმავლობაში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად გადაადგილდებოდნენ დედაქალაქში და ერთ-ერთი ასეთი გადაადგილებისას დააკავეს ისინი წყნეთში, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებულები ახლა წყნეთის პოლიციის განყოფილებაში არიან. ბრალდებულებს უახლოეს მომავალში გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ, რადგან […]










