კატეგორია: სამართალი

„მუშებმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ იცოდნენ, 8 ოქტომბერს შენიშნეს კედლების მოძრაობა და დატოვეს კორპუსი“ – პროკურორი

ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზედ დაკავებული პირების მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განმარტებით, მუშებმა საფრთხის შესახებ წინასწარ იცოდნენ და კორპუსი ჩამონგრევამდე დატოვეს: “გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ […]

ზაურ ბუდატოვს და მამა-შვილ სურმანიძეებს პატიმრობა შეეფარდა

ზაურ ბუდატოვს და მამა-შვილ სურმანიძეებს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების მიმართ პატიმრობას ითხოვდნენ. პროკურორის ალექანდრე ძირკვაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, მეზობლების ჩვენებები და ექსპერტების დასკვნა, რომ ბრალდებულებს დანაშაული მიუძღვით. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, […]

გორში უცხოელი ტომას კენედი ცემეს და მერე მტკვარში გადააგდეს – ცხედარი მტკვარმა ქვახვრელთან გამორიყა

უფლისციხესთან მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის 3 პირი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. „2002 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 2004 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, 2001 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად […]

ბათუმში კაცი მოკლეს – დაჭრილია მისი ძმა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

მკვლელობა მოხდა ბათუმში. ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მოკლა, რომელმაც, ასევე დაჭრა მოკლულის ძმაც. “კურიერის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მას ძმებთან საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. რუსთავი 2

“ბრალდებულებმა დაარღვიეს როგორც მზიდი, ისე არამზიდი კონსტრუქცია” – პროკურატურამ 3 პირს ბრალდება წარუდგინა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩა, #13-შიმოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა. პროკურატურამ სამივე დაკავებულს, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე სახლის მეპატრონეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა […]

აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სხდომას ესწრებოდნენ თავად ბრალდებულებიც, მათ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს და მომხდართან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას […]

პროკურორი – “ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებმა 15 მანქანა გამოიცვალეს”

პროკურორი - "ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებმა 15 მანქანა გამოიცვალეს"

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულებმა გიორგი კავილაძემ და აკო ჭელიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს. პროკურორი აღნიშნულით დაცვის მხარეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალნენ და იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი შეშლოდა, სხვადასხვა ავტომანქანა გამოიყენეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი გადამალეს. “დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიმალვაში იმყოფებოდნენ, მაგრამ არ […]

ბათუმში ჩამონგრეული შენობის პირველი სართულის ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დააკავეს

ბათუმში ჩამონგრეული შენობის პირველი სართულის ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით […]

20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია

20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ჩარკვიანის მამამ, ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, 12 ოქტომბერს მას და სავარაუდოდ, მის ოჯახის წევრებს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. ჩარკვიანის თქმითვე, საქმეში ჩართულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. ადვოკატის ინფორმაციით, საქმეს კვალიფიკაციაც მიენიჭა და გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 116-ე მუხლით […]

„მაღაზიაში გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, ამოღებულია პასპორტები, დანები – შსს

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-სი ბრიფინგი ჩატარდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნ.კ.-ის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და […]