საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს უცნობი პირი თავს დაესხა. ამ დროისთვის, კობა ფარტენაძე პოლიციის მეორე განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, პარალელურად პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვაც. თავდამსხმელი კაცია. არის თუ არა თავდამსხმელი იდენტიფიცირებული, ან დაკავებული, ამ ეტაპზე, უცნობია. უცნობია თავდასხმის მოტივიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.
კატეგორია: სამართალი
პოლონეთში ქართველი მოხუცის გაძარცვის ბრალდებით დააკავეს
პოლონეთში, დააკავეს ქართველი, რომელმაც მოხუცი გაძარცვა. შემთხვევა ნამისლავსკას ქუჩაზე არსებულ ბაზარში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ დაზარალებულის უყურადღებობით ისარგებლა და ჩანთიდან ფული ამოიღო. თვითმხილველების მყისიერი რეაქციის შედეგად, ქურდობაში ბრალდებული დაიჭირეს და ფული მფლობელს უკან დაუბრუნეს. „ამოღებული თანხა, 1000 ზლოტის ოდენობით, მფლობელს დაუბრუნდა. საქართველოს მოქალაქეს პოლიციასთან შეხვედრის თავიდან აცილება სურდა. მან დაარწმუნა თვითმხილველები, რომ მსგავსი […]
70 წლის კაცმა სამარშრუტო ტაქსიში 20 წლის გოგოზე იძალადა
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მომავალ სამარშრუტო ტაქსიში 70 წლის კაცმა 20 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა. ძალადობის მსხვერპლი, იძულებული გახდა, დროზე ადრე, მცხეთაში ჩამოსულიყო. მან მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დააკავა. ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 139 მუხლით დაიწყო, რაც სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.
ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა
საბერძნეთში 48 წლის ქართველი დააკავეს
საბერძნეთში დააკავეს 48 წლის ქართველი, რომელმაც ქვეყნის 12 რეგიონში, 37 ჯერ გაქურდა სუპერმარკეტები. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი პოლიციამ მაღაზიიდან მორიგი ქურდობის დროს დააკავა. მოპარული პროდუქცია მას სუპერმარკეტში დააბრუნებინეს. შემდეგ გაირკვა, რომ მან ბოლო ორი კვრიის განმავლობაში კიდევ 6 სუპერმარკეტი გაქურდა აჩაიაში, ატიკასა და კორინთიაში. წინასწარი გამოძიების დროს გაირკვა, რომ ქართველმა დამნაშავემ საბერძნეთის […]
ქართველ კობა „კრასნოდარსკის“ ციხეში სასტიკად გაუსწორდნენ
სააგენტო prime crime-ის ინფორმაციით, ქართველ „კანონიერ ქურდს“ კობა ძიძიშვილს მეტსახელად „კრასნოდარსკის“ ციხეში სცემს და „ტიტული“ ჩამოართვეს. ძიძისშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად გაუსწორდნენ. „კრასნოდარსკის“ ციხეში ყოფნა 2030 წლამდე ემუქრება. ცნობისთვის, კობა ძიძიშვილი 1972 წელს საქართველოში დაიბადა. თავისი კრიმინალური კარიერის განმავლობაში იგი ცდილობდა ე.წ. ქურდული ტრადიციების აქტიური მიმდევარი ყოფილიყო. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, მან “კანონიერი ქურდის” “გვირგვინის” […]
ვახტანგ გომელაური – „მოგვაკლდა ესებუა… დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა“
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ საქართველო დღეს ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. მას ჰკითხეს გაიზარდა თუ არა კრიმინალი და მაგალითად დაასახელეს ცენტრალურ უბნებში რამდენიმე დაჭრის შემთხვევა. გომელაური ამბობს, რომ სტატისტიკა დაწეულია. „მოგვაკლდა ესებუა, კი. (ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მკვლელობა, დაჭრა, ცენტრალურ უბნებში) გაიზარდა კრიმინალი ამით?! სტატისტიკა?! სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად, მართლა ვიძახი, ორი […]
რიო დე ჟანეიროში 31 წლის ქართველი მეზღვაური მოკლეს
ბრაზილიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რიო დე ჟანეიროში ქართველი მეზღვაური, 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლეს. ის გემის ინჟინერი იყო. მედია წერს, რომ ცხედარი 30 მაისს, რიოს ცენტრში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში იპოვეს. სასტუმროს თანამშრომელმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ნახეს კამერების ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა სავარაუდო დამნაშავე. ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. მედია წერს, რომ მას თან ჰქონდა მოკლულის 3 […]
პოლიციამ, ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გასაპროტესტებლად ყვარელში ჩასული 10-მდე ადამიანი დააკავა
პოლიციამ ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილის გასაპროტესტებლად ყვარელში ჩასული 10-მდე ადამიანი დააკავა. ადგილზე ჩასული ენმ-ს წევრი ლოევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ადგილზე ჩასული მშვიდობიანი აქციის მონაწილეები პოლიციამ სრულიად უმიზეზოდ დააკავა. ყვარელში ასევე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც, რადგან რამდენიმე აქციის მონაწილე ცუდად გახდა.
ეკა კვესიტაძემ „რუსთავი 2“-ს 12.000 ლარი უნდა გადაუხადოს
სასამართლომ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს “რუსთავი ორისთვის” 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა – სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევა და “მთავარ არხზე” მუშაობის გაგრძელება დასახელდა, იმის მიუხედავად, რომ პაატა სალიამ თავად გამოაცხადა ეკა კვესიტაძისა და კიდევ რამდენიმე წამყვანის გათავისუფლების შესახებ. სარჩელით კვესიტაძე ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, […]










