70 წლის კაცმა სამარშრუტო ტაქსიში 20 წლის გოგოზე იძალადა

70 წლის კაცმა სამარშრუტო ტაქსიში 20 წლის გოგოზე იძალადა„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მომავალ სამარშრუტო ტაქსიში 70 წლის კაცმა 20 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა.

ძალადობის მსხვერპლი, იძულებული გახდა, დროზე ადრე, მცხეთაში ჩამოსულიყო. მან მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მალევე დააკავა.

ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 139 მუხლით დაიწყო, რაც სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.