სპეცოპერაცია ზუგდიდში – დადვანის ქუჩაზე, სავარაუდოდ ნარკოდანაშაულისთვის სამი ადამიანი დააკავეს. “მთავარის” ინფორმაციით, ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, რომელიც არსებული ინფორმაციით სამეგრელოში აფხაზეთიდან, შემოვლითი გზით შემოიტანეს. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს პოლიცია უთვალთვალებდა. სპეცოპერაცია დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სამივე პირი სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. არც სამართალდამცველებს და არც დაკავებულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კატეგორია: სამართალი
“ვასილ მახარაძემ გააბათილა ვერსია, რომ შაქარაშვილი ხუთმა პირმა სცემა და წყალში ჩააგდო” – ადვოკატი
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრუწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მორაგბე ვასილ მახარაძემ დღევანდელი ჩვენებით პროკურატურის ვერსია თავდაყირა დააყენა. როგორც გელხაური განმარტავს, ბრალდებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ მასთან მანქანაში ზ.ხ. და ვახტანგ ჩიქოვანი ისხდნენ, დანარჩენი სამი ბრალდებული კი ე.წ. ფერად შენობასთან იყო. „ვასილ მახარაძემ მართლმსაჯულებას და სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ბრალდების მხარის ვერსია, […]
“მძღოლმა იარაღი დამიმიზნა და მესროლა, გაზს ფეხი დავადგი და გავიქეცი” – ანი დიასამიძე სიკვდილს გადაურჩა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ბლოგერ ანი დიასამიძის ვიდეო, სადაც ის ყვება გუშინ ბათუმში თამარის დასახლებაში მომხდარი ინციდენტის შესახებ. როგორც ანი დიასამიძე აცადებს, თამარის დასახლებაში გადამეტებული სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი აედევნა და რამდენჯერმე გაისროლეს. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ანი დიასამიძე აცხადებს, რომ უჭირს იმის მტკიცება, მისი მისამართით იყო განხორციელებული გასროლა, თუ ორი ავტომობილის მგზავრებს შორის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. „ქობულეთიდან […]
ცირკთან ტრანსგენდერი ქალი ცემეს – დააკავეს 30 წლის ლ.კ. – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის […]
ცხვარიჭამიაში მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის ი.ბ. დააკავეს – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ი.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს, ი.ბ.-მ მის ნაცნობს – 1978 წელს დაბადებულ ტ.ქ.-ს ცხვარიჭამიაში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი […]
ვარკეთილში მამაკაცი დაჭრეს
ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. საქმეში დანა ფიგურირებს. თავდამსხმელმა მსხვერპლს დაზიანება ზურგის არეში მიაყენა. შემთხვევა ხალხმრავალ ეზოში მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სასწრაფო დახმარება კი, მეზობლებმა გამოიძახეს. დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ამსახველი ვიდოკადრები “კურიერს” თვითმხილველმა მიაწოდა. კადრებში ჩანს ადგილზე მობილიზებული პოლიცია და ექიმები. რუსთავი 2
მანქანასთან მდგარი ქალი გასწია და რამდენჯერმე გაისროლა – გურამ ახალაიას მკვლელობის კადრები გავრცელდა – ვიდეო
გურამ ახალაიას მკვლელობისთვის დაკავებულ შალვა შალიკაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი აფშილავამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაიმართა. ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 30 000 – ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. „სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. სენსაციური […]
ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შელაპარაკების დროს სხვებს აშველებდა, როდესაც თავად დაიჭრა. სავარაუდოდ, მას დაზიანება ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
42 წლის მამაკაცი ცხვარიჭამიაში ყელგამოჭრილი იპოვეს
ცხვარიჭამიაში მკვლელობა მოხდა. მეზობლებმა 42 წლის მამაკაცი – ტ.ქ. თავის სახლში მოკლული იპოვეს. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები სავარაუდოდ, ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მათივე თქმით, ტ.ქ. ალკოჰოლური თრობის ქვეშ ხშირად ჩნდებოდა, ასევე სვამდა სხვა პირებთან ერთადაც, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ მათ შორს, კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარიყო. „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ პოლიციამ […]










