გლდანში მცხოვრები 65 წლის მამაკაცის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს

გლდანში მცხოვრები 65 წლის მამაკაცის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვესთბილისის ზღვის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით, მას, გარეგანი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აქვს, სიკვდილის მიზეზი უცნობია.

65 წლამდე ასაკის მამაკაცს ოჯახი 5 დღე ეძებდა. ის გლდანში ცხოვრობდა.

“როცა აღარ გამოჩნდა, ოჯახმა პოლიციას მიმართა. პოლიცია ეძებდა, სამძებრო განყოფილება ცალკე ეძებდა, საგანგებო, ყველა ეძებდა და ნახეს აქ ცოტა ხნის წინ,” – თქვა ოჯახის ახლობელმა.

ცხედარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მთავარი