საბერძნეთის ქალაქ კალითეაში სახლის ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. გამოცემის ცნობით, კალითეაში, სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მეპატრონემ ტელეფონიდან სათვალთვალო კამერებში ნახა, რომ მისი ბინა გატეხეს და პოლიცია გამოიძახა. ფაქტზე 42, 37 და 32 წლის ქართველები დააკავეს. შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. პოლიციამ აბაზანაში იპოვა სამკაულებით სავსე ყუთი და თანხა, რომლის სახლიდან […]
კატეგორია: სამართალი
კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ქვიეთად მოსიარულეს დაეჯახა
პროკურატურის ცნობით, აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ოზურგეთის რაიონის, დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. “06 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ბ. გ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი “ Hyundai Elantra”-ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც […]
საავადმყოფოს დირექტორი 76 წლის თანამშრომლმა დაჭრა
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი 76 წლის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს
საბერძნეთში ორი ქართველი ქურდობისთვის დააკავეს
საბერძნეთში ორი ქართველი ქურდობისთვის დააკავეს. მესინის პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან გაირკვა, რომ გასულ ხუთშაბათს 37 წლის და 38 წლის ორი მამაკაცი, კალამატაში ორ სახლში შეიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მათ სახლიდან წაიღეს ნაღდი ფული, ოქრო და ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა ღირებულება 23 000 ევროს აღემატებოდა. პოლიციამ ამოიღო ოთხი მობილური ტელეფონი, ორი პორტატული, მონაცემთა შესანახი მოწყობილობა, […]
ცხვარიჭამიის სისხლიანი დაბადების დღე – 20 წლის ბიჭის საქმეზე რვავე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საქმეზე დაკავებული 8 პირიდან გამოძიება ერთს, დავით ჯიჯეიშვილს განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება, 5-ს წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, ხოლო ორ პირს ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. […]
მეოთხე დღეა ვაზიანში დაკარგულ 12 და 13 წლის გოგოებს ეძებენ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში ორი მოზარდ გოგოს ეძებენ. დაკარგულია: 12 წლის ლანა ლუკიანოვა და 13 წლის სვეტა ქსოვრელი. დაკარგულ არასრულწლოვნებს უკვე მე-4 დღეა ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, თქვეს, რომ მაღაზიაში აპირებდნენ წასვლას, რის შემდეგაც ისინი სახლებში აღარ დაბრუნებულან. ახლობლების ინფორმაციით, მათ სამართალდამცავ უწყებას უკვე მიმართეს და არასრულწლოვნებს პოლიცია ეძებს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი გოგოები შეამჩნიეს მცხეთაში […]
მარნეულში საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან ისროლეს – შსს-ს განცხადებას ავრცელებს
სროლა საქორწილო ესკორტის ავტომობილებიდან – მას შემდეგ, რაც ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა “მთავარი არხის” ეთერში გავიდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო, დაადგინა ფიგურანტები და მათ იარაღიც ჩამოართვა. ამის შესახებ კი შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია საუბარი. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ვიდეომასალაში ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტში სადღესასწაულო კორტეჟის გადაადგილების და ჰაერში იარაღიდან სროლის ამსახველი კადრები. გავრცელებული […]
გურიაში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს
გურიაში 44 წლის უკრაინელი ქალი სიგარეტით აწამეს და გააუპატიურეს. ახალგაზრდა, რომელიც ომის საშინელებებს გამოექცა, სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ქალი უგონო მდგომარეობით ლანჩხუთის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა იმდენად კრტიკული იყო, რომ ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ,,ტვ პირველის” ინფორმაციით, ქალი უკრაინის ქალაქ ხერსონში ცხოვრობდა და საქართველოში 4 დღის წინ შემოვიდა. დაზარალებულს ამ დრომდე ექსპერტიზა არ ჩატარებია.
ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, მეტროში არასრულწლოვან შშმ პირზე მოძალადე პოლიციელი ციხეში 5 წლით წავა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიც მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას 12-დან 8 ნაფიც მსაჯულმა დაუჭირა მხარი. სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2022 წლის 24 იანვარს სოციალურ ქსელებში და შემდეგ უკვე […]
ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის ბიჭი ცნობილი ექიმის ნინო ვაშაკიძის შვილია
ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. მოკლული ცნობილი ექიმის – ნინო ვაშაკიძის შვილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. […]








