ბულინგის მძიმე შემთხვევა ბათუმში – ერთ-ერთი კერძო სკოლის პირველკლასელის მშობელი ამტკიცებს, რომ მის შვილი თანაკლასელებმა საკლასო ოთახში გააშიშვლეს და წიხლებით სცემეს. მშობლის განმარტებით, შემთხვევას შეესწრო პედაგოგიც, რომელმაც მომხდარი არ შეიმჩნია და საგაკვეთილო პროცესი გააგრძელა. როგორც ირკვევა ეს არაა მოზარდის მიმართ თანატოლების ბულინგის პირველი შემთხვევა. მას პერიოდულად სცემდნენ, პირში ტენიდნენ მტვრის ტილოს და დასცინოდნენ, რაზეც რეაგირება […]
კატეგორია: სამართალი
ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
მკვლელობა თბილისში – ავლაბარში ახალგაზრდა კაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
კაცმა დეიდას ბინის გადაფორმება მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ სცემა – რა მოხდა რუსთავში
„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, 40 წლამდე კაცმა დეიდას სცემა. არსებული ინფორმაციით, ქალსა და მის დისშვილს შორის შელაპარაკება ბინის საკითხზე დაიწყო. კაცს სურდა, რომ დეიდას ბინა მისთვის გადაეფორმებინა, რაზეც ქალმა უარი განაცხადა. ფიზიკური დაპირისპირების გამო კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ კაცმა შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია და კიდევ მივიდა დეიდასთან. ქალმა სამართალდამცავებს მიმართა, […]
მოსამართლემ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული 7-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა მათ თაღლითობასა და თანხის მითვისებას ედავება. საუბარია 60 მილიონ ლარზე. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო – საპროცესო მოქმედებები ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა. საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში […]
ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. ფაქტს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” გვიდასტურებენ, გამოძიება 166-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
35 წლის ქართველი მამაკაცი იტალიაში ალკოჰოლური სასმლის ქურდობისთვის დააკავეს
იტალიაში, პოტენზას რეგიონში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლური სასმლის მოპარვის ფაქტზე 35 წლის ქართველი კაცი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კაცი იტალიის ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდა, თუმცა საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა. მას სუპერმარკეტის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როცა ზურგჩანთაში მოპარული ალკოჰოლური სასმლის ბოთლების დამალვას ცდილობდა. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, მარკეტის თანამშრომლების მიერ გამოძახებულმა სამართალდამცველებმა […]
დაზარალებული ვითომ სამუშაოდ ირანში გაუშვეს, სადაც მასზე მუდმივად ძალადობდნენ
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით და 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზაღვრათ. უწყება ამბობს, რომ დაზარალებული ვითომ სამუშაოდ, მოტყუებით გაუშვეს ირანში, სადაც მას ჩამოართვეს პასპორტი, შეუზღუდეს გადაადგილება, კომუნიკაცია ოჯახთან, ასევე, დაზარალებულზე მუდმივად […]
ტერორიზმზე ცრუ შეტყობინება – ბექა ვარდოსანიძე სუს-ში გამოიკითხება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, ბექა ვარდოსანიძე მოწმის სახით გამოიკითხება. მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის პირადი, საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. „კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით […]