კატეგორია: სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი დაჭრეს

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი დაჭრეს

თბილისში, ერთ-ერთ რესტორანთან პოლიციელი და სამოქალაქო პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ადგილზე დაპირისპირება რამდენიმე ახალგაზრდას შორის დაიწყო, რომლებთანაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მივიდა და ვითარების განმუხტვას შეეცადა. სწორედ ამ დროს დაჭრა ის კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცივი იარაღით. დაშავებულები ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავა.

ცნობილი რუსი მოდელი და მისი ქალიშვილი ბოდრუმთან მოკლულები იპოვეს

ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

რუსი მოდელი და მისი ქალიშვილი პოპულარულ თურქულ კურორტ ბოდრუმთან მოკლული და ზეწრებში გახვეული იპოვეს. – წერს dailymail. მათი ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც თოკებით იყო შეკრული და ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით გადაყრილი, ეჭვი 45 წლის ანდრეი კუსლევიჩზე მიიტანეს და  საერთაშორისო დევნა გამოაცხადეს. ვიდეოში ჩანს, როგორ ამოჰყავს პოლიციას 42 წლის ირინა დვიზოვასა და მისი 15 წლის ქალიშვილის […]

„მკვლელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემმა შვილმა მოკლა თქვენი შვილიო“ – მკვლელობა დმანისში

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

მკვლელობა დმანისში – სოფელ ჰამამლოში 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. “კურიერი” მოკლულისა და სავარაუდო დამნაშავის სახლში იმყოფებოდა. დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. სავარაუდო დამნაშავის სახლში უთანხმოების მიზეზად ფულს ასახელებენ. “მკვლელის დედა მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემმა […]

18 წლის ბიჭის მკვლელობა დმანისში – პოლიციამ 15 წლის მოზარდი დააკავა

რუსმა სამხედროებმა ქართველი ცოლ-ქმრის ძაღლის საბელით დაბმა და დაკავება სცადეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო […]

სროლა საბავშვო ბაღთან, დაჭრილია მშობელი – ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ვაჟი დააკავეს

დიდ დიღომში, გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს

სამართალდამცველებმა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ვაჟი, გურამ ელიზბარაშვილიგურამ დააკავეს. სროლა საბავშვო ბაღთან მოხდა. მშობელი, რომელმაც ბავშვი ბაღში დატოვა, სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო […]

სროლა პოლიტიკური მოტივით  – დმანისის ყოფილ მერზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

სროლა პოლიტიკური მოტივით  - დმანისის ყოფილ მერზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

შეიარაღებული თავდასხმა პოლიტიკური მოტივით – დმანისის ყოფილ მერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 4 გასროლა გიორგი ტატუაშვილის მიმართულებით მაშინ განხორციელდა, როდესაც ის ავტომობილით გადაადგილდებოდა. თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელები „ოცნების” მხარდამჭერები ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი არიან. ტატუაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა, და მისი გარემოცვის წევრები პოლიტიკური საქმიანობის გამო თავდასხმის სამიზნე არაერთხელ […]

გაქცეულ პატიმრებს ამ დრომდე ვერ პოულობენ

ავერსის კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ

გაქცეულ პატიმრებს ამ დრომდე ვერ პოულობენ. მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. სამძებრო ოპერაცია უკვე მეორე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით უშედეგოდ ტარდება. იუსტიციის სამინისტროო დუმს. ბრეგაძის უწყება დამნაშავეების ვინაობას ისევ საიდუმლოდ ტოვებს. ამ დრომდე უცნობია, დაადეს თუ არა ხელბორკილები იმ ბადრაგებს, რომლებსაც გუშინ „ავერსის“ კლინიკის ეზოდან სამი პატიმარი გაექცათ. გვიან ღამემდე გამომძიებლები კინოლოგებთან ერთად  სწორედ […]

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაიღუპა მოტოციკლის მძღოლი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ღამით მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად სწრაფად შეიცვალა სამოძრაო ზოლი, რა დროსაც უკნიდან მას მოტოციკლი დაეჯახა. მოტოციკლის მძღოლი, ახალგაზრდა ბიჭი, მალხაზ გოშუა დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]

ავერსის კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ

ავერსის კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ

ავერსის კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. ისინი პენიტენციურ დაწესებულებას კლინიკაში კატეს გადასაღებად ჰყავდა მიყვანილი და არსებული ინფორმაციით, ბადრაგებს გაექცნენ. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

დიდ დიღომში, გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს

დიდ დიღომში, გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს

დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო დაიწყო. დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.