კატეგორია: სამართალი

“იაკობ ბრეგვაძე ცრუობს” – რა აჩვენა ექსპერიმენტმა არაგვის ხიდთან

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის მონაწილეებმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსიის ეპიზოდები გაითამაშეს, სულ 5 ეპიზოდი, ხოლო ექსპერიმენტის მეექვსე ნაწილი, ადვოკატების განმარტებით, ხილვადობის არარსებობის გამო შეწყდა. დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პირმა, რომლებიც ადვოკატების განცხადებით, ექსპერიმენტში საკუთარი […]

რუსთავში 60 წლის მამაკაცი დამწვარი იპოვეს

რუსთავში, საცხოვრებელ სახლში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი მთლიანად დამწვარი იყო. მეზობლების თქმით, მამაკაცი ადგილზე მუშაობდა და ამავდროულად იქვე რჩებოდა ხოლმე დასაძინებლად. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. ინფო რუსთავი

“ბაია და გიორგი ნასვამები იყვნენ, ბაია ალბათ მიეყუდა რაღაცას და გადავარდა”

15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, “დე­და­ე­ნის ბაღ­ში” მდე­ბა­რე “ბა­უ­ჰა­უს ბა­რის” ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი – გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. 2-დღიანი ძებნის შემდეგ, ახალგაზრდების ცხედრები მტკვარში, ბარის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს იპოვეს. მაშველები დილიდან ათვალიერებდნენ სპეციალური წყლის სკანირების აპარატით წყლის ფსკერს და დღის 2 საათზე ჯერ გოგონას ცხედარი ამოიყვანეს, შემდეგ ბიჭის. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ბაია ბერუაშვილის და გიორგი შალამბერიძის გარდაცვალების მიზეზი. ამ […]

თამაზ ხომასურიძის შვილი შიმშილობის დაწყებას აპირებს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, მისი შვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს. როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი პროტესტის ამ ფორმით მოითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორით დაკითხონ და ამგვარად დაამტკიცოს მისი სიმართლე. „შევეცდები გადავაფიქრებინო, არ მინდა იშიმშილოს, ბავშვია და მისი შიმშილობა არ შეიძლება. მის […]

25 წლის ქალს, პ.გ-ს, რომელიც ავარიაში 4 ადამიანის დაღუპვისთვისაა დაკავებული, ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, 25 წლის ქალს, პ.გ-ს, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პ.გ-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და […]

ბაია მოაჯირიდან გადავარდა, გიორგი მის გადასარჩენად გადახტა, მაგრამ… – რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება

15 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, “დე­და­ე­ნის ბაღ­ში” მდე­ბა­რე “ბა­უ­ჰა­უს ბა­რის” ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი – გი­ორ­გი შა­ლამ­ბე­რი­ძე და ბაია ბე­რუ­აშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. მათი კვა­ლი იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­ი­კარ­გა. ბა­რი­დან გას­ვლამ­დე, ახ­ლა­გაზ­რდებ­მა სა­კუ­თა­რი ნივ­თე­ბი – ხელ­ჩან­თე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ბარ­ში და­ტო­ვეს. შსს-მ აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ: “ბა­უ­ჰა­უს ბა­რი­დან” 2 ახალ­გაზ­რდის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში 15 აგ­ვის­ტოს და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სა­ათ­ზე შე­მო­ვი­და. […]

მტკვარში გიორგი შალამბერიძის ცხედარიც იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული მეორე ახალგაზრდის, გიორგი შალამბერიძის, ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბარ “ბაუჰაუს”-დან გაუჩინარებული გოგონას ცხედარი დღეს, მამაკაცის ცხედრის აღმოჩენამდე რამდენიმე საათის წინ ასევე მდინარე მტკვარში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ […]

ბაია ბერუაშვილის ცხედარი მტკვარში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ქალი ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომელი ბაია ბერუაშვილია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუსის” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისში მდებარე “ბაუჰაუს” ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება, 15 აგვისტოს დაახლოებით […]

ნიგერიის სამმა მოქალაქემ საქართველოში ამერიკელ ქალს 233.250 დოლარი წაართვა – ვიდეო

საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია სამი პირის მიმართ. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი […]

62 წლის ს.ა.-ს თეთრიწყაროში მანქანაში 2 კგ და 300 გ ნარკოტიკი უპოვეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ს.ა., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო 2 კილო […]