კატეგორია: სამართალი

კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის სიცოცხლის ბოლო წამები მკვლელმა ვიდეოზე აღბეჭდა – ვიდეო

ვრცელდება სკანდალური ვიდეო, რომელიც „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის (ლოტი გული) სიცოცხლის უკანასკნელ წამებს ასახავს. ეს კადრები მკვლელმა თავადვე გადაიღო, რამდენიმე წამში კი სალიფოვს თავის არეში ესროლა. შემთხვევა დღეს გამთენიისას, ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მდებარე რესტორანში მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის მალევე დააკავეს. ვიდეოც ადასტურებს, რომ მკვლელობა ხაგან ზეინალოვმა ჩაიდინა. ის კრიმინალურ წრეებში „ბაკინსკის“ მეტსახელით არის […]

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა და ამ ეტაპზე,  3 შიმშილობს. ამის შესახებ არასრულწლოვნის ადვოკატმა განაცხადა. ბრალდებული არასრულწლოვნების – ზ.ხ. ა.ქ. და ლ.შ. მოთხოვნაა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხონ. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებულების დაკითხვას სიცრუის დეტექტორზე სახელმწიფო უსაფრთხოების ნებართვა სჭირდება.

დააკავეს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძის შვილი – ბათუმში სავალუტო ჯიხურზე თავდასხმისთვის – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა […]

ნადირ სალიფოვი რესტორანში მისი სუფრის წევრმა მოკლა – დააკავეს ხან აჰმედლინსკი

რუსული და თურქული საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის, Прайм Крайм-ის ცნობით, საქართველოში დაბადებული, ეთნიკურად აზერბაიჯანელი “კრიმინალური ავტორიტეტი” ნადირ სალიფოვი, იგივე “გული” შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული  ჭრილობის შემდეგ, 47 წლის “კანონიერი ქურდი” საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაპირისპირება თურქეთში, ანტალიაში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, “კრიმინალური სამყაროს” ნომერ პირველ “კანონიერ ქურდს” აზერბაიჯანელმა კრიმინალმა, მეტსახელად “ხანმა” ესროლა. ის […]

“მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვა, ტყეში მიგზავნილი იყო”

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული. ამის შესახებ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ მაწევანის ტყეში განუცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო ესპერიმენტი ტარდება და რომელსაც სამართალდამცველებთან ერთად მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრებიან. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, “მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი […]

„როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“ – რა წერია შაქარაშვილის მოწმის ბოლო ჩვენებაში

ვრცელდება 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქ­როს მოწ­მის გუკა ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ბოლო ჩვე­ნე­ბა. გთავაზობთ ჩვენებიდან ამონარიდს, სადაც ამირხანაშვილი,  „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებს იხსენებს. ოქმი 2 აგვისტოთია დათარიღებული. „არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები. რაზეც ასევე მკითხა, „როგორ მაგრადაც […]

რესტორანში თავში ესროლეს – დმანისელი კანონიერი ქურდი ნადირ სალიფოვი, იგივე ლოტი გული, ანტალიაში მოკლეს

თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს დილით ანტალიაში მოკლეს გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ლოტი გულის“ სახელით იცნობენ. პირველადი ცნობით, მას ანტალიის ერთ-ერთ რესტორანში საუზმის დროს თავში ესროლეს. ქილერი ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მყოფებმა სასწარფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ნადირ სალიფოვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნადირ სალიფოვი, რომელიც […]

მირიან ნიკოლაძე – “დაცვის ექსპერიმენტმა მისი სრული კაპიტულაცია დაადასტურა”

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც დღევანდელი ამპლუიდან გამომდინარე, არ მევალება). თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს. 1. როგორც მე […]

რამიშვილი – “ხვალ გავდივართ შემთხვევის ადგილზე, სადაც ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს”

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს. ადვოკატის თქმით, ანალიზის აღებას ოჯახი გამოძიების დაწყების დღიდან ითხოვდა. როგორც რამიშვილი აცხადებს, ხვალ დილიდან ადგილზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იქნა აღმოჩენილი, ექსპერიმენტი ჩატარდება, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ ამ ექსპერიმენტმა უნდა გასცეს ყველა კითხვას პასუხი. „თავიდანვე, როგორც კი გამოიძიება […]

“ოჯახის ამდენი წევრი მოკლეს და არავინ დასჯილა?!” – აშშ თორაძეების საქმის გამოძიებაში ჩაერთო

ვე­რე­ლი თო­რა­ძე­ე­ბის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩა­ერ­თო. ამის შე­სა­ხებ თა­მარ თო­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. “მარ­თა­ლია მაგ­რად შემ­რცხვა პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­და­დე­ბა FBI-ს ოფი­ცე­რის­გან: 28 წელი რო­გორ ვერ გა­მო­ი­ძი­ეს და არა­ვინ დას­ჯი­ლა? ოჯა­ხის ამ­დე­ნი წევ­რი მოკ­ლეს? ისე­თი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო, ვამ­შვი­დებ­დი, ახლა კარ­გი მთავ­რო­ბა გყვავს და ყვე­ლა და­ის­ჯე­ბა-მეთ­ქი ამათ ბევ­რი ფული აქვთ და ძნე­ლად ის­ჯე­ბი­ან-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნა ჩვენ […]