რა მოხდა 2 აგვისტოს გამთენიის 5 საათზე გოგი თოფაძის სახლში და რატომ დაჭრეს ლევანიკო თოფაძე, ამის შესახებ მედიაში არაერთი ვერსია გავრცელდა. “ამბების” წყაროს ინფორმაციით, ბუსა თოფაძეების სახლში ყოფილი შეყვარებულის გამო მივიდა, რომელსაც ორი თვის წინ დაშორდა: – ერთმანეთი წლები უყვარდათ, გოგოს ბუსას ოჯახიც იცნობდა. ძალიან ლამაზი გოგონაა, წარმომიდგენია, ახლა რა დღეშია. ის და ლევანიკო ბავშვობის […]
კატეგორია: სამართალი
გიორგი ანთაძე – “ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს”
თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, ადვოკატის განმარტებით, მას ბრალდების კვალიფიკაცია შეეცვალა და ამ დროისათვის ბუსა ჟვანიას მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბრალი წაყენებული. „ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით და შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ მიიღო. ვინაიდან ლევან თოფაძე სცნეს დაზარალებულად, შესაბამისად ჩვენ უფლება […]
თბილისში ლონდონის ბაღში 18 წლის ბიჭი წელში დაჭრეს
მორიგი დაჭრა თბილისში. ე.წ. ლონდონის ბაღში ახალგაზრდებს შორის ქუჩურს გარჩევას 18 წლის მოზარდის დაჭრა მოჰყვა. დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში, რეანიმაციაში მოთავსებული და მდგომარეობა მძიმეა. დანით მას ჭრილობები წელის არეში აქვს მიყენებული. საავადმყოფოშია მისი მეგობარიც, რომლის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. მომხდარი “მთავარს” შსს-მ უკვე დაუდასტურა. მათი ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება მომხდარს. “მთავარი არხის” ინფორმაციით, 18 […]
თეონა თამაზაშვილი – “გახარიასთვის სულერთია, ჩემი შვილი მკვდარი იქნება თუ ცოცხალი, ის უფრო გულკეთილი ადამიანი მეგონა”
თავისი შვილები ხომ კარგად ჰყავს და ჩემი შვილი მკვდარი იქნება, თუ ცოცხალი, მისთვის სულერთია ალბათ, – აღნიშნული სიტყვები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა. როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, მოლოდინი ჰქონდა, რომ მას გიორგი გახარია შეხვდებოდა. „სრული იგნორია. ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი შემდგომი მოქმედება, რატომღაც 1%-ით მაინც მქონდა გულის კუნჭულში იმედი, რომ გახარია […]
ბუსა ჟვანიას ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს
პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბუსა ჟვანიას ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 02 აგვისტოს, გამთენიისას, ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბ.ჟ.-მ ლ.თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის რამდენჯერმე დარტყმით, სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის […]
თეონა თამაზაშვილი კელი დეგნანს მიმართავს – გამოძიებაში გფბ უნდა ჩაერთოს
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აპირებს გამოძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) ჩართვა მოითხოვოს. ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის აშშ-ის ელჩს პირადად მიმართავს. “მე, ალბათ, გფბ-ს ჩართულობას მოვითხოვ. უშუალოდ მივმართავ ელჩს. თუ პროკურატურა უარს გვეტყვის, ეს ცხადზე ცხადი იქნება, რომ არ აწყობთ და თვითონ არიან დამნაშავეები”, – განაცხადა […]
გოგი თოფაძე – “ბუსა ჟვანიამ პასუხი უნდა აგოს, მოლაპარაკება გამორიცხული!”
ბიზნესმენ გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიასთან მოლაპარაკებები არ ექნება და მან ჩადენილთან დაკავშირებით პასუხი უნდა აგოს. როგორც საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჟურნალისტებს თოფაძემ განუცხადა, მას ურეკავენ, თუმცა, მოლაპარაკებებზე წასვლას არ აპირებს. “12:00 საათზე მივედი, ჩემი შვილიშვილი უკეთ იყო, გამოაცალეს რაღაცები, რამდენიმე წუთი ველაპარაკე, მითხრეს, ხვალ და ზეგ სიტუაცია გამოსწორდება და აღარავითარი რისკი არ გვექნებაო… მთავარია, ჩემი […]
მინდია გორაძე ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ
ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე „ლავასოღლი” ბელარუსის ციხიდან საქართველოში ჩამოჰყავთ,- ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მინდია გორაძე საქართველოში შესაძლოა, დღეს ჩამოიყვანონ. „2 წელიწადზე მეტი ჰყავდათ თურქეთში სრულიად უკანონოდ, მაგრამ არ ჩამოიყვანეს, გაუშვეს ბელარუსში, სადაც ასევე ვადები დაირღვა. ამ სახელმწიფომ გორაძის მიმართ ყველა კანონი დაარღვია და ამას ჩვენ სტრასბურგში აუცილებლად გავასაჩივრებთ. […]
დავით ქაშიაშვილი – “გამოძიებისთვის დამატებით არც ერთი დეტალი არ მითქვამს”
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გამოძიებისთვის დამატებითი დეტალები არ მიუწოდებია რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს წყაროს გამჟღავნების საფრთხე, ხოლო მისი პროფესიული ვალდებულებაა, წყაროს კონფიდენციალობა დაიცვას. “დამატებით არცერთი დეტალი მე არ მითქვამს, ვისარგებლე ჩემი პროფესიული ვალდებულებითა და ეთიკით, იმიტომ, რომ არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა. ოქმში ჩვენი სურვილი […]
გიორგი ანთაძე – “ლევან თოფაძის მდგომარეობა მძიმეა, დაჭრილია ბუსა ჟვანიაც”
თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რის გამოც ამ ეტაპისთვის რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და დაზარალებულის გამოკითხვა შეუძლებელია. ადვოკატის ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მოტივთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა დაზარალებულის გამოკითხვამდე მათ რაიმე საფუძველი არ გააჩნია. “მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, […]









