სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ავტომაგისტალზე სპეცრაზმი და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები. სამართალდამცავებმა გზაზე მიმავალი ავტომანქანა გააჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და ფული. სავარაუდოდ, საქმე ეხება ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტს. ინფორუსთავი
კატეგორია: სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მარიამ გოგილაშვილის ბინა გაჩხრიკეს
გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ნაძალადევში ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. საქმეზე დაკავებული ვახო ჩიქოვანის ბიძაშვილი გოგოს სახლიდან ტელეფონი ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ გოგილაშვილს ნარეკვავის დასახლებაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გააჩნია, თუმცა მან გამომძიებლებს ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა. მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს მარიამ გოგილაშვილის ოჯახში, თუმცა მეზობლები ადასტურებენ, რომ მათ უბანში სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით […]
სუსმა ირანის 2 მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, საქართველოში მცხოვრები ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით საქართველოდან ირანის ისლამური რესპუბლიკის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით […]
დავით ზეიკიძე: არ გაითვალისწინეს, რომ ლურსმანი არ ვარ, ჩაქუჩის ჩარტყმა ავიტანო
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლიდერი-ფუდის“ 50%-იან წილთან დაკავშირებული სასამართლო დავის მიმდინარეობის პარალელურად არ კლებულობს ურთიერთბრალდებები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. რამდენიმე დღის წინ ირაკლი დუმბაძემ მედიას მორიგჯერ დაუგზავნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ 2 წელია მას და მის ოჯახს, მისივე სიმამრის – დავით ზეიკიძის მიერ მათ ირგვლივ შექმნილ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში უწევს ცხოვრება. საპასუხოდ, დავით ზეიკიძემ ირაკლი დუმბაძის, მისი ადვოკატის […]
15 წლის ნინო ჯარიაშვილს მე-4 დღეა, ეძებენ
“გაუპატიურების მსხვერპლის სხეულზე დაზიანება კოღოს ნაკბენია” – ადვოკატ ვათიაშვილის განმარტება
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელ ზაზა ალავერდაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე კუკულაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი, ალავერდაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს 5.000 ლარის ოდენობის გირაო შესთავაზა. ზაზა ალავერდაშვილის ადვოკატის, ბონდო ვათიაშვილის […]
მამუკა ჭელიძე – “თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც დაკითხულია”
დღეს, 23 ივლისს, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფიბგი გამართა. დირექტორის თქმით, პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მისივე თქმით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა. გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. „ასევე ამოღებულია წერილი ანაბრის გამოყენებაზე, რასთან […]
სიმონ გაბრიაძე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა
ყოფილი პოლიციელი, სიმონ გაბრიაძე, რომლის მიერ ნასროლ ტყვიასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს. ცნობისთვის, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. გასროლილმა […]
თამარ ანთელავას სიძე – “კარანტინის დროს რომ გაისვრი, უკვე დანაშაულია”
20 წელი პოლიციაში რომ მუშაობ, კარანტინის დროს გამოხვალ და გასროლა აზრად მოგივა, ეს უკვე დანაშაულია, – ამის შესახებ პოლიციელის მიერ გასროლის შედეგად მოკლული თამარ ანთელავას ოჯახის წევრმა, თემო პირველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ის განმარტავს, გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. “პროცესი ადვოკატებმა ისეთი დეტალებით გახსნეს, ცოტა ცუდი მოსასმენი იყო, მექანიკურ და ელემენტარულ შეცდომებზე საუბრობდნენ, ასეთ დროს ოჯახის მდგომარეობაც […]
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სახლში გადაასვენეს
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებოდა გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ოჯახი და სამართალდამცველები 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის გუშინ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.










