შიდა ქართლში, 60 წელს გადაცილებულ პედაგოგს 15 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებულ პედაგოგს, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა, პირველკლასელზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაული სკოლის შიდა სივრცეში მოხდა, ამის გამო პოლიციამ სკოლის ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. „ფაქტს გიდასტურებთ და ვადასტურებ იმას, […]
კატეგორია: სამართალი
გორში ტაძრიდან ფული მოიპარა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, სანთლის გაყიდვის შედეგად […]
ქუთაისში 1 პირის მკვლელობისთვის გ.მ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსული არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს – 1979 წელს დაბადებულ […]
რუსთავში 3 პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. […]
გლდანულაში 29 წლის კახა მახარაძე მოკლეს – 3 პირი დაკავებულია
სისხლიანი გარჩევა გლდანულაში მსხვერპლით დასრულდა. 29 წლის მამაკაცს სასიკდვილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაჭრილია კონფლიქტში მონაწილე კიდევ 4 ახალგაზრდა. შსს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მომხდარით ტვ პირველი დაინტერესდა. უწყების ცნობით, საქმე ცხელ კვალზე გახსნეს. სამი პირი, რომლებმაც კახა მახარაძეს ჩასაფრება მოუწყვეს, დაკავებულია. ბრალდებულებს ადგილზე ხელკეტები ჰქონდათ მიტანილი. აღსანიშნავია ასევე, რომ პირი, რომელიც უშუალოდ კახა მახარაძის […]
მამაკაცი არასრულწლოვან შვილს გათხოვებას აიძულებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა. გოგონამ […]
ჩხოროწყუში ცენტრის შენობა ააფეთქეს
ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივი ცენტრის შენობა ააფეთქეს. მიზეზი, სავარაუდოდ, შენობაში არსებული ჩასარიცხი აპარატია, რომლის გაძარცვაც სურდათ. შენობის წინა ფასადი მთლიანად ჩამოშლილია. დანაშაული სავარაუდოდ ჯგუფურია. რა გამოიყენეს შენობის ასაფეთქებლად და რა რაოდენობის თანხა წაიღეს მძარცველებმა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ დაკავებული არავინ ჰყავს. მთავარი
ქუთაისში მოკლულ გიორგი ფანჩულიძეს 7 შვილი დარჩა
ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს – შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია. პრაიმ ტაიმის ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი გიორგი ფანჩულიძეა, რომელიც 7 შვილის მამა იყო. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის მეზობელია. როგორც ადგილზე ამბობენ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. სავარაუდო ეჭვმიტანილი კი, წარსულში ნასამართლევია და ციხიდან ახალი გამოსული იყო. მკვლელობის დეტალები მთავარმა […]
ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს
ქუთაისში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 16 ივნისს ღაამე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივია. რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. შინაგამ საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ -ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად აჭარაში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს, ხოლო 1 პირს – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. „სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ლ.დ., 1965 წელს დაბადებული გ.ხ. (ე.წ. კანონიერი […]









