რუსთავში 3 პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავეს

რუსთავში 3 პირის დაჭრისთვის 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

სამართალდამცველებმა ლ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს. სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“პაციენტი შემოყვანილია საღამოს, 34 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ნაკვეთ – ნაჩხვლეტი ჭრილობები მარჯვენა ბარძაყის, მარცხენა თეძოს ფრთის და კისრის არეში.მდგომარეობა იყო მძიმე, წნევა არ ესინჯებოდა, შეყვანილი იყო პირდაპირ საოპერაციო ბლოკში, აღმოჩნდა ბარძაყის არტერიის და ვენის დაზიანება, მარჯვენა ქვემო კიდურზე გაკეთდა რეკონსტრუქციული ოპერაცია, აღდგენილი ინა ბარძაყის არტერია და ვენა. პაციენტის მდგომარეობა დილისთვის არის სტაბილური”, – აცხადებს ექიმი.