კატეგორია: სამართალი

ქუთაისში ბიზნესმენ გელა თოფურიას მეეზოვის ახლობლებმა ესროლეს

ქუთაისში ბიზნესმენ გელა თოფურიას მეეზოვის ახლობლებმა ესროლეს

სროლა ქუთაისის ცენტრში – არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა. სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. თვითმხილველების თქმით, გელა თოფურია საკუთარი სახლიდან გადიოდა, როდესაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და სავარაუდოდ გასროლა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ შესულა […]

ზუგდიდის პოლიციამ მანქანიდან 3.500 დოლარი ამოიღო – ქალი და მამაკაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს – ვიდეო

ზუგდიდის პოლიციამ მანქანიდან 3.500 დოლარი ამოიღო - ქალი და მამაკაცი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3.500 […]

ბაგებში სროლისას დაჭრილი 2 ადამიანი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

ბაგებში სროლისას დაჭრილი 2 ადამიანი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

ბაგებში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ბაგებში მომხდარ სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სროლის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი და ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში […]

სროლა ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან – არიან დაჭრილები

სროლა ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან - არიან დაჭრილები

1 საათის წინ ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, სროლა იყო. სროლა, სავარაუდოდ, სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცებმა ჩხუბის დროს გაისროლეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ჯერჯერობით, უცნობია დაპირისპირების მიზეზი. დაიჭრა თუ არა ვინმე, მეზობლები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, “კურიერის” ინფორმაციით, დაჭრილები არიან. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე […]

არჩილ კბილაშვილი: ის, რასაც ჩვენი მხარე სასამართლოსაგან ითხოვს არის ერთადერთი: განიხილე საქმე და გადაწყვეტილება ისე გამოიტანე. სულ ეს არის

არჩილ კბილაშვილი: ის, რასაც ჩვენი მხარე სასამართლოსაგან ითხოვს არის ერთადერთი: განიხილე საქმე და გადაწყვეტილება ისე გამოიტანე. სულ ეს არის

2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც თავის მხრივ, კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის, დავით ზეიკიძის ადვოკატ არჩილ კბილაშვილის მიერ 29 მაისს გამართულ პრეს-კონფერენციას მოჰყვა, ადვოკატი საპასუხო განცხადებით გამოეხმაურა. კბილაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემს მიერ 29 მაისს ჩატარებულ პრეს-კონფერენციას გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მოწინააღმდეგე მხარის, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. უწინარეს ყოვლისა, გამოვხატავ ჩემს პატივისცემას, როგორც სასამართლო […]

“მანქანის კარი მოიქნია და დამაზიანა” – ადვოკატი ჭელიძე გამომძიებელ ძოწენიძეს უჩივის

"მანქანის კარი მოიქნია და დამაზიანა" - ადვოკატი ჭელიძე გამომძიებელ ძოწენიძეს უჩივის

ადვოკატი გამომძიებელს ზეწოლაში ადანაშაულებს. ლევან ჭელიძის მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამომძიებელმა, გიორგი ძოწენიძემ მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ძალადობა იმ დროს მოხდა, როცა ის გამომძიებელს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე ესაუბრებოდა. ადვოკატი ამბობს, რომ დაზიანება აქვს მარცხენა ხელზე და ამ ფაქტით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. ბრალდებებისთვის გამომძიებელს არ უპასუხია. “სანამ მე მასთან ახლოს […]

“თორაძეების საუბარი მოსმენილი მაქვს და ისინი გიორგი რურუას არსად ახსენებენ” – დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტება

"თორაძეების საუბარი მოსმენილი მაქვს და ისინი გიორგი რურუას არსად ახსენებენ" - დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტება

თავად თორაძეების საუბარი მაქვს მოსმენილი, რომელიც 1992 წელს არის გაკეთებული, სადაც ისინი მათსა და სხვა პირებს შორის დაპირისპირებაზე საუბრობენ. იქ თორაძეები სხვადასხვა სახელებს ასახელებენ, მაგრამ არ ახსენებენ გიორგი რურუას. რატომღაც ახლა გაახსენდათ გიორგი რურუა, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრს, როცა ის დაკავებულია და წარმოადგენს უკანონო პოლიტპატიმარს, – ასე გამოხემაურა “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატი […]

პროკურატურამ რუსეთის მოქალაქე ვ.ლ.-ს ბრალი წაუყენა

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

პროკურატურამ დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ. და […]

დავით ქაცარავა სუს-ში დაიბარეს

დავით ქაცარავა სუს-ში დაიბარეს

დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დავით ქაცარავა სუს-ში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარეს. ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელს საგამოძიებო უწყებიდან დეტალები არ უთხრეს. ქაცარავა ფიქრობს, რომ სახელმწიფო  აქტიურობის გამო  ზეწოლას და მის შეშინებას ცდილობს. ხვალ ქაცარავა სუსში სასამართლოდან წავა, სადაც მისი ბრალდების  საქმეზე მომდევნო სხდომა არის ჩანიშნული. “უცნაურია ამ თემაზე დაბარება. მე ამას განვიხილავ, როგორც ფსიქოლოგიური […]

გლდანის ხევში, სადარბაზოსთან, ახალშობილის ცხედარი იპოვეს – 17 წლის დედა პოლიციამ დაკითხა

გლდანის ხევში, სადარბაზოსთან, ახალშობილის ცხედარი იპოვეს - 17 წლის დედა პოლიციამ დაკითხა

გლდანის ხევის დასახლებაში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოსთან, ჩვილის ცხედარი იპოვეს – შემთხვევა დღეს დილას მოხდა. დაღუპული ახალშობილი მეზობლებმა იპოვეს, მედიკოსებს ჩვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. დადგენილია ბავშვის დედის ვინაობა. სამართალდამცველებმა 17 წლის მოზარდი საკუთარი სახლიდან გამოსაკითხად წაიყვანეს და იგი უკვე სახლში იმყოფება. მეზობლები ამბობენ, რომ 17 წლის მოზარდი არაფერ შუაშია და დანაშაული მისი ბრალი არ ყოფილა. საქმე […]