კატეგორია: სამართალი

გორში გ.ვ.-ს დაჭრისთვის ლ.ა. დააკავეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ლ.ა., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით ხელის არეში დაზიანება მიაყენა 1987 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს, რომელიც სამედიცინო […]

ჰოლანდიაში დააკავეს ქართველი მამაკაცი, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა

ნიდერლანდების მედიის ცნობით, ეინდჰოვენში დაკავებულია ქართველი მამაკაცი, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩნდა. დაკავებული თანხის წარმომავლობას არ ასახელებს. მედიის ცნობით, დაკავებული მამაკაცის ადვოკატი აცხადებს, რომ 35 წლის მამაკაცი უსახლკაროა. პოლიციის ცნობით, მამაკაცი პირველ მაისს დააკავეს, როდესაც სამართალდამცავებმა ეინდჰოვენის ერთ-ერთ სახლში 12,5 მილიონი ევრო აღმოაჩინეს. დაკავებულს ბრალად ფულის გათეთრება ედება. მედიის ცნობით, ჩხრეკისას პოლიციამ ასევე ამოიღო ორი […]

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – მას 13 ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში პოლიციამ დააკავა საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა. როგორც იუწყებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალურ გადაყვანაში ბრალდებული მამაკაცი. საიმიგრაციო სამსახურმა და პოლიციამ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად აიყვანეს. მას ასევე ადანაშაულებენ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობაში, წინააღმდეგობის გაწევაში, თაღლითობასა და საგზაო წესების დარღვევაში. დაკავებულს მართვის მოწმობა საერთოდ არ აღმოაჩნდა. როგორც ბერძნული მედია წერს, როდესაც პოლიცია მანქანის გაჩერებას შეეცადა, […]

“მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე” – ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა

ვარკეთილში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ალექსანდრე ივანოვის განცხადებით, ის მთელი ცხოვრება ფსიქიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. ამის შესახებ მან 8 ივნისს სასამართლო პროცესზე განაცხადა. „ძალიან მრცხვენია. დედა ხუთჯერ „რეციდივისტზე” გათხოვდა, რომელმაც ისეთი მონაწილეობა მიიღო ჩემ აღზრდაში, ხან დალურჯებული ვიყავი, ხან სულ შიშში გავატარე. ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი […]

“ოცნების” დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული 2 პირის დაჭრისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი – 1982 წელს დაბადებული გიორგი ჭინჭარაული დააკავეს. გიორგი ჭინჭარაული სოფელ გამარჯვების საკრებულოს წევრია “ქართული  ოცნებიდან”. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ჭ.-ს […]

რუსთავში მამაკაცმა რამდენიმე მაღაზია გაქურდა

რუსთავში მამაკაცმა რამდენიმე მაღაზია გაქურდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცმა მაღაზიებიდან: 2 ნაბიჯი, სპარი, ფენიქსი და სხვა სურსათის მაღაზიებიდან ძვირადღირებული სასმელები მოიპარა. ქურდობის ერთიდაიგივე ხელწერითა და კამერებში დაფიქსირებული კადრების მიხედვით მალევე მოხდა პირის იდენტიფიცირება. არსებული ინფორმაციით მამაკაცი რუსთავის პოლიციამ მალევე დააკავა. საერთო ჯამში მამაკაცს დაახლოებით 1000 ლარამდე ძვირადღირებული სასმელი ჰქონდა მოპარული.

გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 18 საათზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, მამაკაცი მხარშია დაჭრილი. ,,ბიჭი სავარაუდოდ, ძაღლთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიასთან დაჭრეს. ბევრი სისხლი ქონდა დაკარგული. როგორც ვიცი, პოლიციამ დამნაშავეც დააკავა,”-გვითხრა ადგილობრივმა. დაჭრილ მამაკაცს ,,გორმედის” კლინიკაში ოპერაცია გაუკეთდა. ,,ახალგაზრდა მამაკაცს მხარის მიდამოში აღენიშნება ჭრილობა. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, კერძოდ, მხარის არტერიის პლასტიკა რევერსირებული […]

მერაბ ხიდაშელს და მამუკა გურჩიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებული მერაბ ხიდაშელის და მამუკა გურჩიანის სასამართლო პროცესი დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ პროცესზე ორივე ბრალდებულის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ არც ერთის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, მერაბ ხიდაშელის […]

ბაგებში სროლის ფაქტზე მერაბ ხიდაშელს და მამუკა გურჩიანს ბრალი წაუყენეს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩიანს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი შეუმსუბუქეს და მას ძალადობას ედავებიან. ადვოკატის თქმითვე, მერაბ ხიდაშელი ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს. „ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურად […]

გორში დააკავეს გ.გ, რომელიც ცოლს მოკვლით ემუქრებოდა – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში 1982 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს, 1993 წელს დაბადებულ, დ.ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის მანძილზე […]