მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასჯელის ბოლო თვეებს სპეციალური რეჟიმით მოიხდის, რაც ნიშნავს, რომ ყოველ შაბათ-კვირას იგი სახლში გაატარებს. როგორც „პუბლიკას“ მისმა ნათესავმა მინდია ჩხიკვიშვილმა უთხრა, გიორგანაშვილს სასჯელის 10 თვე აქვს დარჩენილი, ხოლო სექტემბერში „უდო”-საც ელოდებიან. ცნობისთვის, გიორგი გიორგანაშვილი 2018 წლის 23 იანვრიდან საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის მსჯავრდებულია დიდი ოდენობით – 0.3726 […]
კატეგორია: სამართალი
სისხლიანი გარჩევა დიღმის მასივში – დაჭრილია 2 ადამიანი
გავრცელებული ცნობით, გვიან ღამით, თბილისში, დიღმის მასივში 10-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა – დაჭრილია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მათ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული და საავადმყოფოში არიან მოთავსებული. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
რუსთავში დააკავეს აკურაში მკვლელობისთვის ძებნილი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.გ. დააკავეს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით […]
ქუთაისში 1 ღამეში 20-ზე მეტი ლიფტი გაიძარცვა
ქურდობების სერია ქუთაისში – ერთ ღამეში ქალაქის მასშტაბით 20-ზე მეტი ლიფტის გამშვები დეტალები მოიპარეს. მოსახლეობის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის. გახშირებულ ფაქტებზე მოსახლეობა საუბრობს. მათ გაძარცვული ლიფტების შეკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ. პოლიციამ ჯერჯერობით ვერც ერთი დამნაშავე ვერ დააკავა. ტვ პირველი
ბათუმში საქართველოს ბანკში პირი შეიჭრა – ის დააკავეს
პირი, რომელიც დღეს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში შეიჭრა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია. ოფიციალური ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო 179-ე ყაჩაღობის მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას კიდევ ერთი – 236-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რომლის პირველი ნაწილი გულისხმობს „სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა […]
თბილისში ჯავახიშვილზე 47 წლის კაცი დაჭრეს
სროლა იყო თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რის შედეგადაც დაჭრილია 47 წლის კაცი. დაშავებული ამერიკულ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჩაუტარდა ოპერაცია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური. გამოძიება შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. იმედინიუსი
მამაკაცი რესტორანთან ისვრის
“მე მას სიკვდილამდე ვეხმარებოდი” – ანასტასია შატალოვას საქმეზე ბათუმის ყოფილმა ვიცე მერმა ჩვენება მისცა
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ზურაბ ბერიძე დაიკითხა. ზურაბ ბერიძესა და ანასტასია შატალოვას საერთო შვილი ჰყავთ. როგორც ბერიძემ განმარტა, შატალოვასთან კონფლიქტი სწორედ საერთო შვილთან დაკავშირებით ჰქონდა. ყოფილი ვიცე-მერის თქმით, ის შატალოვას სთხოვდა შვილი მისთვის მიეცა, ვინაიდან ბერიძის თქმით, ის შვილს “კვირებით არ ნახულობდა და შესაბამისად არ უვლიდა”. ბერიძის თქმით, ანასტასია შატალოვას მკველობის შესახებ მეორე […]
ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, სსკ-ის 19-260-ე, სსკ-ის 265-ე, სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლით, სსკ-ის 18-273 -ე პრიმა მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 20 […]
მამა-შვილი ფალავანდიშვილები დააკავეს
ლიეტუვის საელჩოსთან ამ წუთებში ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილები ამტკიცებენ, რომ საქართველოში „ევროსოდომს“ ეწინააღმდეგებიან. ლიეტუვის საელჩოსთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ისინი აცხადებენ საქართველოში „ევროსოდომს“ ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ლგბტ+ და ევროკავშირის დროშები დახიეს. სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს, მათ შორის მამა-შვილი ფალავანდიშვილები. პრაიმ ტაიმი










