ბათუმში საქართველოს ბანკში პირი შეიჭრა – ის დააკავეს

ბათუმში საქართველოს ბანკში პირი შეიჭრა - ის დააკავესპირი, რომელიც დღეს „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში შეიჭრა, „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია.

ოფიციალური ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო 179-ე ყაჩაღობის მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკავებულ პირს ბრალის დადასტურების შემთხვევაში ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მას კიდევ ერთი – 236-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რომლის პირველი ნაწილი გულისხმობს „სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვას. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

შემთხვევა დღეს, 10 ივნისს, დაახლოებით 12 საათზე მოხდა, „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში.

თვითმხილველის მონათხრობის თანახმად, თავდამსხმელი სალაროს გახსნას ითხოვდა.

„წინააღმდეგობის შემდეგ თავდამსხმელმა ერთხელ გაისროლა ჰაერში. სროლის ხმაზე ბანკის თანამშრომლები გარეთ გაცვივდნენ. შენობაში დარჩა მხოლოდ თავდამსხმელი, როცა მიხვდა, სალაროს ვერ გახსნიდა, თავადაც გაიქცა“, – გვიყვება თვითმხილველი.

მისი თქმით, თავდამსხმელი დაახლოებით 20-25 წლის კაცია. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ბათუმელები