კატეგორია: სამართალი

დიდ დიღომში, გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს

დიდ დიღომში, გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს

დიღომში, სუპერმარკეტ „გუდვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო დაიწყო. დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ვივამედის” კლინიკაში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლით დაიწყო.

თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე ბანოვშა მამიშოვა მოკლეს. მას თურქეთის მოქალაქემ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. 67 წლის მამიშოვას ცხედარი ტრაბზონში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს. მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. კაცმა დანაშაული აღიარა, არსებული ინფორმაციით მკვლელობის მოტივი ფული გამო დავა გახდა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა

ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა. 14 წლის გოგოს მშობიარობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა. „ადგილობრივების თქმით ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა. საქმეს იძიებს შსს. აშკარად ჩანს […]

გოგონა, რომლის გაუპატიურების ბრალდებით ხაშურში ბაბუა დააკავეს, გარდაცვლილი იპოვეს

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

გოგონა, რომლის გაუპატიურების ბრალდებით 2 წლის წინ ბაბუა დააკავეს, გარდაცვლილი იპოვეს. მე-9 კლასელი გოგონა უგონო მდგომარეობაში ხაშურში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ნახეს. 14 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აღნიშნული არასრულწლოვანი ორი წლის წინ დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებდა ერთ-ერთ საქმეში. კერძოდ, გარდაცვლილი გოგონას ჩვენების […]

გორში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

გორის მუნიციპალიტეტში, 39 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. მას მამამ, ნაჯახით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორ გაყიდა ოჯახმა 14 წლის გოგო მდიდარ კაცზე – აითაჯის ტრაგედია

როგორ გაყიდა ოჯახმა 14 წლის გოგო მდიდარ კაცზე - აითაჯის ტრაგედია

თოჯინები, სათამაშოები და ყვავილები 14 წლის აითაჯის საფლავზე თითქმის ყოველ დღე მიაქვთ. სასტიკად მოკლულ გოგონას ახლა მთელი ბოლნისის რაიონი გლოვობს, თუმცა ვიდრე ცოცხალი იყო და შველს ითხოვდა, მერვეკლასელის ხმა არავინ გაიგო. გადარჩენისთვის და თავისუფლების აითაჯმა ერთი წელი იბრძოლა, იძულებით ნიშნობიდან საბედისწერო გასროლამდე. სიკვდილის გზაზე აითაჯი ერთი წლის წინ ოჯახმა დააყნა, როდესაც 13 წლის გოგონა სოფელ […]

როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი – დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენება 15 წლის შემდეგ მისცა

როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი - დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენება 15 წლის შემდეგ მისცა

15 წლის შემდეგ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბელა როგავა, მეგის ქარდავას სასამართლო დარბაზში შეხვდა. დაზარალებული ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. წამების საქმის ოქროს მოწმის დარბაზში გამოჩენა ქარდავასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბელა როგავამ პროცესზე 2009 წელს მის მიმართ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მეგის ქარდავა მისგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას ითხოვდა. მისი თქმით, მას იარაღის მუქარით გააღებინეს […]

საგარეჯოში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. რა გახდა ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 11’109- […]

  დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

მიხეილ კალანდია ბრალს არ აღიარებს - სხდომა დაიხურა

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. სააგენტოს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა. მისი განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. „კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის […]

ირაკლი კობახიძე – „იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციოში ჩამოსასვლელად“

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არ ჩასვლა საკონსტიტუციო სასამართლოში, მის მიმართ უპატივცემულობაა. მმართვეი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გაეცნო პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიციას და მას “არასერიოზული” უწოდა. „პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია. […]