კატეგორია: სამართალი

ინდოელის მკვლელობისთვის გრიგოლ მეჯლუმიანს პატიმრობა შეეფარდა – ვიდეო

ინდოელის მკვლელობისთვის გრიგოლ მეჯლუმიანს პატიმრობა შეეფარდა - ვიდეო

ვიდეო, რომელშიც 32 წლის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის ბოლო წამებია აღბეჭდილი და რომელიც “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა, ისანში მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდა. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს მას მეზობელი ცეცხლსასროლ იარაღს და როგორ ესვრის სამჯერ დამიზნებით, ამის შემდეგ კი მამაკაცს, რომელიც საკუთარ მკვლელობას შემთხვევით იღებს, ტელეფონი უვარდება. ეს ვიდეო დღეს ბრალდებამ პროცესზე მთავარ მტკიცებულებად წარადგინა. […]

გუკა რჩეულიშვილი – „ცენტრ პოინტსა“ და სხვა კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაში თებერვლის ბოლოდან შევა

გუკა რჩეულიშვილი - ”დედა მომიკვდეს, 2 კვირაში ახალი ინვესტორები მოვიძიეთ. დადებულია 3 ხელშეკრულება”

„ცენტრ პოინტ ჯგუფსა“ და რამდენიმე კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაში თებერვლის ბოლოდან შევა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა. როგორც რჩეულიშვილი ამბობს, ხელშეკრულებები, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ მიერ დაწყებული მშენებლობების გადაბარებას და დაზარალებულთა დაკმაყოფილებას გულისხმობს, რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმებულია და ახლა მერია მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს აგვარებს. რჩეულიშვილი ელის, რომ მას […]

პ.გ. სამხედრო ფორმების გაყიდვისთვის დააკავეს

პ.გ. სამხედრო ფორმების გაყიდვისთვის დააკავეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები. „პ.გ. […]

იაპონჩიკის მკვლელობის საქმეზე მოსკოვში მურთაზ შარანდია დააკავეს

იაპონჩიკის მკვლელობის საქმეზე მოსკოვში მურთაზ შარანდია დააკავეს

მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად “იაპონჩიკის” მკვლელობის საქმეზე მურთაზ შარანდია დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ავტორიტეტის მკვლელობა განახორციელა. კერძოდ, შარანდიას ივანკოვზე თვალთვალი ევალებოდა. გარდა ამისა, სამართალდამცავების თქმით, დაკავებულმა მოსკოვში მკვლელობის იარაღი ჩაიტანა. კრიმინალური ავტორიტეტი ვიაჩესლავ ივანკოვი მოსკოვში 2009 წელს ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლისას მძიმედ დაჭრეს, რამდენიმე თვის შემდეგ […]

მოკლული ინდოელის სიმამრი – ”საქართველო კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს, ჩემს სიძეს 3-ჯერ ესროლეს”

მოკლული ინდოელის სიმამრი - ”საქართველო კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს, ჩემს სიძეს 3-ჯერ ესროლეს”

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის. მოკლული ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ მის სიძეს სამჯერ ესროლა. “ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100-ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ […]

მორის მაჩალიკაშვილს 2 წელი პირობითი მიუსაჯეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

მორის მაჩალიკაშვილს 2 წელი პირობითი მიუსაჯეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მორის მაჩალიკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში შეჭრა არ უნდოდა. „პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას […]

თბილისში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7 დან – 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე მეზობლები […]

გარდაბანში ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის მათი ნათესავი დააკავეს

გარდაბანში ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის მათი ნათესავი დააკავეს

2019 წლის 7 ივნისს, გვიან ღამით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასტიკი მკვლელობა მოხდა. თავდამსხმელებმა მუსაევების ოჯახში შეაღწიეს და შუახნის აზერბაიჯანელი ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც გარდაბნის მაცხოვრებლები ამბობდნენ, ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ურტყეს, რის შედეგადაც სახე ისე ჰქონდათ დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. ცოლ-ქმრის დასახიჩრებული ცხედრები აბაზანასა და საპირფარეშოში იპოვეს. თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ მკვლელს შესაძლოა პრობლემები ჰქონოდა გარდაცვლილების […]

“მოკლული მოსკოვიდან იყო ჩამოსული, სავარაუდო მკვლელი, კახა, სამეგრელოდანაა, 18 წელი ციხეში მჯდარა” – რას ამბობს მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი, მამა ბენიამინი

"მოკლული მოსკოვიდან იყო ჩამოსული, სავარაუდო მკვლელი, კახა, სამეგრელოდანაა, 18 წელი ციხეში მჯდარა" - რას ამბობს მარტყოფის მონასტრის წინამძღვარი, მამა ბენიამინი

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარმა მამა ბენიამინმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, სავარაუდო მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 18 წელი იმყოფებოდა. „03:15 წუთი იყო, როდესაც ჩემს ოთახში შემოვიდა სტუმარი და მითხრა, რომ მის ოთახში გარდაცვლილი იყო. რომ შევედი, დავინახე, რომ ლოგინში იყო ადამიანი და […]

”დილის 4-ის 15 წუთზე მივიდა კელიაში გასაღვიძებლად, გადახადა ზეწარი და დახვდა კაცი გარდაცვლილი” – რა მოხდა მარტყოფის მონასტერში

”დილის 4-ის 15 წუთზე მივიდა კელიაში გასაღვიძებლად, გადახადა ზეწარი და დახვდა კაცი გარდაცვლილი” - რა მოხდა მარტყოფის მონასტერში

მარტყოფის ღვთაების მონასტერში მამაკაცი ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. მისი გვამი კელიაში ღამის 4 საათზე იპოვეს. მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გავრცელებული ინფორმაციით, კელიაში ერთად ცხოვრობდნენ. მოკლული 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც წელიწადზე მეტია მარტყოფის მონასტერმა შეიფარა, ის სასულიერო პირებს სამეურნეო საქმიანობაშიც ეხმარებოდა. სავარაუდო მკვლელი გაქცეულია. მას, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ფსიქიკური პრობლემები აქვს. “შუაღამისას შემოვიდა სტუმარი და […]