შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ერთი პირი დააკავეს. 1984 წელს დაბადებული ს.ო.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, […]
კატეგორია: სამართალი
გოგონას გატაცებისთვის 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავეს. არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებული არიან 2003 წელს დაბადებული ვ.ქ. და მისი ბიძაშვილი – 2001 წელს დაბადებული რ.ქ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ქ.-მ, თანამზრახველ რ.ქ.-სთან […]
მკვლელობამდე გრიგოლ მეჯლუმიანი მოკლულმა სცემა
მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გრიგოლ მეჯლუმიანს 2-თვიანი პატიმრობა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობით მიუსაჯა. მოცულობით საქმის მასალებში ბრალდების თქმით, მტკიცებულებები მყარი და უტყუარია. მათ შორის ვიდეომასალა, რომელიც “კურიერმა” მომხდარიდან მალევე ექსკლუზიურად მოიპოვა და გაასაჯაროვა. ვიდეოში ჩანს გრიგოლ მეჯლუმიანი, რომელიც მალიკ მალიუდინის მიმართულებით დამიზნებით სამჯერ ისვრის. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა მხოლოდ ის, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემთხვევაში ადგილიდან მიმალვას […]
ახალქალაქში 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 2 პირი – 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ […]
ინდოელის მკვლელობისთვის გრიგოლ მეჯლუმიანს პატიმრობა შეეფარდა – ვიდეო
ვიდეო, რომელშიც 32 წლის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის ბოლო წამებია აღბეჭდილი და რომელიც “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა, ისანში მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდა. კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს მას მეზობელი ცეცხლსასროლ იარაღს და როგორ ესვრის სამჯერ დამიზნებით, ამის შემდეგ კი მამაკაცს, რომელიც საკუთარ მკვლელობას შემთხვევით იღებს, ტელეფონი უვარდება. ეს ვიდეო დღეს ბრალდებამ პროცესზე მთავარ მტკიცებულებად წარადგინა. […]
გუკა რჩეულიშვილი – „ცენტრ პოინტსა“ და სხვა კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაში თებერვლის ბოლოდან შევა
„ცენტრ პოინტ ჯგუფსა“ და რამდენიმე კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაში თებერვლის ბოლოდან შევა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა. როგორც რჩეულიშვილი ამბობს, ხელშეკრულებები, რომლებიც „ცენტრ პოინტის“ მიერ დაწყებული მშენებლობების გადაბარებას და დაზარალებულთა დაკმაყოფილებას გულისხმობს, რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმებულია და ახლა მერია მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს აგვარებს. რჩეულიშვილი ელის, რომ მას […]
პ.გ. სამხედრო ფორმების გაყიდვისთვის დააკავეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების თანამშრომელმა პ.გ.-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მატერიალური საშუალებების გაცემის (მიღების) შესახებ უწყისებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის უშუალო გამგებლობას დაქვემდებარებული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამხედრო ფეხსაცმელები და ფორმები. „პ.გ. […]
იაპონჩიკის მკვლელობის საქმეზე მოსკოვში მურთაზ შარანდია დააკავეს
მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად “იაპონჩიკის” მკვლელობის საქმეზე მურთაზ შარანდია დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ავტორიტეტის მკვლელობა განახორციელა. კერძოდ, შარანდიას ივანკოვზე თვალთვალი ევალებოდა. გარდა ამისა, სამართალდამცავების თქმით, დაკავებულმა მოსკოვში მკვლელობის იარაღი ჩაიტანა. კრიმინალური ავტორიტეტი ვიაჩესლავ ივანკოვი მოსკოვში 2009 წელს ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლისას მძიმედ დაჭრეს, რამდენიმე თვის შემდეგ […]
მოკლული ინდოელის სიმამრი – ”საქართველო კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს, ჩემს სიძეს 3-ჯერ ესროლეს”
ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის. მოკლული ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ მის სიძეს სამჯერ ესროლა. “ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100-ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ ტერიტორიული კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ […]
მორის მაჩალიკაშვილს 2 წელი პირობითი მიუსაჯეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მორის მაჩალიკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტში შეჭრა არ უნდოდა. „პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას […]










