კატეგორია: სამართალი

ზაზა მურჯიკნელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ […]

უცხოელი ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით კლუბ “შავი ვარდის” მენეჯერი დააკავეს

უცხოელი ტურისტებისთვის დიდი ოდენობით თანხის იძულებით გადახდის ბრალდებით ღამის კლუბ “შავი ვარდის” მენეჯერი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად ჩადენილი ძალადობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც […]

ზაზა მურჯიკნელი ალაპარაკდა – “იმედია, ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე გამიშვებენ”

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ბრალდებულმა ზაზა მურჯიკნელმა დუმილის უფლება დაარღვია და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებული იმედოვნებს, რომ გამოძიება “ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებს”. “არსებულ დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს. გამოძიება არის შეცდომაში შესული და ვიმედოვნებ, […]

ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ალფა პვპ“-ს, „ჰეროინის“, „მორფინის“, „მეტადონისა“ და „კოდეინის“ შემცველი ნარკოტიკული […]

ნესტან ლონდარიძე – ”მურად წურწუმიას მკვლელობისთვის დაკავებულ ზურაბ ფოფხაძეს და ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი დაუმძიმდათ”

ვარკეთილში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე ბრალდებულებს, ყოფილ სპეცრაზმელს, ზურაბ ფოფხაძესა და მოქალაქეს ვახტანგ ბურძენიძეს ბრალი დაუმძიმდათ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წურწუმიას ოჯახის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა. როგორც ლონდარიძე განმარტავს, დაკავებულების ბრალს კიდევ ერთი მუხლი დაემატა – თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჯგუფურად. ადვოკატის თქმით, საქმის წარმოება განსაკუთრებით მძიმე […]

ზაზა მურჯიკნელს ბრალი წარედგინა

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს ბრალი წარედგინა. როგორც ჟურნალისტებს გამომძიებელმა ანზორ ჟამერაშვილმა განუცხადა, მას ბრალი სისხლის სამართლოს კოდექსის ორი მუხლით წარედგინა. „მას ბრალდება სსკ-ს 109-ე მუხლის პირველი ნაწილისა “გ”ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვისთვის) და 19-109 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ […]

ლევან ხაბეიშვილი – არავინ არავის არ დასჯის მარტივი რამის გამო – ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა

ხაბეიშვილის ადვოკატი ითხოვს მუხლი ჯგუფურ ძალადობაზე უნდა გადაკვალიფიცირდეს. ლევან ხაბეიშვილმა პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა, ის ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა. გამოძიება ძალადობის მუხლითმიმდინარეობს, თუმცა ხაბეიშვილის ადვოკატი ითხოვს მუხლი ჯგუფურ ძალადობაზე უნდა გადაკვალიფიცირდეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ანრი ოხანაშვილს რომ ვიღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს ის კაცი პატიმრობაშია, ხოლო საკრებულოს წევრს პოლიტიკური განცხადების გამო ტურებივით, რომ დაესევიან ის ხალხი […]

ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა  აუფეთქდა. „ გაუვარდა თუ თვითონ ააფეთქა ეს გამოძიების დასადგენია, ასევე გასარკვევია თუ რა სახის ნივთიერება იყო, რაც აფეთქდა, ამ წუთებში ის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება“, – უთხრა „ლაივპრესს“ დათო გოგუამ. მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს ფეხის არეში. ლაივპრესი

ახმეტაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცი მოკლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალიდან რამდენიმე კილომეტრში, სადაც მწყემსები არიან დაბინავებული, მკვლელობა მოხდა. საქონლის ფერმაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მწყემსებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. მკვლელობაში მონაწილე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცავებს […]

ადვოკატი კომახიძე – “ზაზა მურჯიკნელი დაკავებით გაოგნებულია”

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლეიტენანტის, ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მურჯიკნელი დაკავებით გაოგნებულია. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუგეშაშვილებს არ იცნობს და ის აღნიშნულ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს. “მოსამართლის განჩინების საფუძველზე გლდანში, გუშინ ღამე, დაახლოებით, 2 საათიდან 3 საათამდე […]