ლევან ხაბეიშვილი – არავინ არავის არ დასჯის მარტივი რამის გამო – ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა

ლევან ხაბეიშვილი - არავინ არავის არ დასჯის მარტივი რამის გამო - ეს იყო პოლიტიკური დაკვეთახაბეიშვილის ადვოკატი ითხოვს მუხლი ჯგუფურ ძალადობაზე უნდა გადაკვალიფიცირდეს.
ლევან ხაბეიშვილმა პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა, ის ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა. გამოძიება ძალადობის მუხლითმიმდინარეობს, თუმცა ხაბეიშვილის ადვოკატი ითხოვს მუხლი ჯგუფურ ძალადობაზე უნდა გადაკვალიფიცირდეს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ანრი ოხანაშვილს რომ ვიღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს ის კაცი პატიმრობაშია, ხოლო საკრებულოს წევრს პოლიტიკური განცხადების გამო ტურებივით, რომ დაესევიან ის ხალხი დღეს თავისუფლად დადის.

„გამოძიებას ჩვენება მივეცი, ამათ ახალს ვერაფერს ვერ ვეტყოდი, რაც საზოგადოებამ და ჟურნალისტებმაც ნახეთ. გამოსაძიებელი ფაქტობრივად არაფერი არ არის. ანრი ოხანაშვილს რომ ვიღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს ის კაცი პატიმრობაშია, საკრებულოს წევრს პოლიტიკური განცხადების გამო ტურებივით რომ დაესევიან ის ხალხი დღეს თავისუფლად დადის. ჩემი აზრით არავინ არავის არ დასჯის მარტივი რამის გამო – ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ლევან ხაბეიშვილისვის მოხდეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, ხოლო ძალადობის ორგანიზატორი პირები პასუხისგებაში მიეცნენ.

„დაწყებულია გამოძიება ძალადობის მუხლით, მაქვს მოლოდინი რომ უახლოეს მომავალში აღნიშნულ საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა და გადაკვალიფიცირდება ჯგუფურ ძალადობაზე. მოვითხოვეთ ლევან ხაბეიშვილისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და ასევე მოვითხოვეთ კანონის ფარგლებში პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი ის საკრებულოს წევრები, ვინც უშუალოდ ჩანან და მათთან დაკავშირებით კითხვები არ არის.

ორგანიზებულად ჯგუფურად იძალადეს მათ კოლეგაზე და აუცილებელია, გამოძიებამ და პროკურატურამ პრინციპულობა გამოიჩინოს. არ უნდა მოხდეს შერჩევითი სამართლის გამოყენება,“ – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ნიუპოსტი