წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს, 37 წლის სოსო ცერექაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო. საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე სოსო ცერექაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, მამის მკვლელობაში ბრალდებულს დაბა წყნეთში, საცხოვრებელი სახლის აივანზე, ალკოჰოლური სასმელის თრობის ქვეშ მამასთან შელაპარაკება მოუვიდა, […]
კატეგორია: სამართალი
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი მერაბ გოგია დააკავეს – მისი კორპუსი სპეცრაზმმა შტურმით აიღო
ქართველი კანონიერი ქურდი მერაბ გოგია, რომელსაც ქურდულ სამყაროში „მელიას” მეტსახელით იცნობენ, მოსკოვში დააკავეს. განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმმა კორპუსი, სადაც კანონიერი ქურდი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, შტურმით აიღო. სპეცრაზმის ერთი ნაწილი ბინაში აივნიდან შევიდა, მეორე ნაწილმა კი კარი შეანგრია. მათ ბინაში მყოფები იატაკზე დაყარეს და ძალის გამოყენებით იზოლატორში გადაიყვანეს. ქართველ კანონიერ ქურდთან ერთად დაკავებულია ვინმე სახაროვი, რომელიც რუსეთის […]
სასამართლოზე იაგო ნებიერიძის მობილურიდან ამოღებული ვიდეო გაასაჯაროვეს
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ იაგო ნებიერიძის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავად ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი გამოიკვლიეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა. როგორც ის აღნიშნავს, დღეს გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი ნებიერიძისთვის წარდგენილ ორივე ბრალდებას ადასტურებს. „დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ 8 მოწმე წარმოადგინა, წარმოდგენილი იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, ასევე ექსპერტი, რომელმაც საინფორმაციო […]
ქუთაისში ჩანთაში ჩადებული ქალის დანაწევრებული გვამი აღმოაჩინეს
ადვოკატ ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, 2 დღის წინ ქუთაისში ძალოვნებმა ქალის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით სამართალდამცავები ამ ფაქტს არ ახმაურებენ. ადვოკატი კი ირწმუნება, რომ მომხდარი რეალურია. “ჩემთვის არის ცნობილი, რომ დანაწევრებული, ჩანთაში ჩადებული ქალის გვამი აღმოაჩინეს და როგორც ვიცი, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, რათა დადგინდეს გენეტიკურად მისი ვინაობა. იმედია, დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ. ქუთაისის მთავარი […]
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის საჩივრის განხილვაზე სასამართლომ უარი უთხრა
ბრძოლა არარსებული სამეფო ტიტულისთვის – საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა შეწყვიტა. სამოქალაქო დავა საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა. სხდომაზე უნდა გამოკითხულიყვნენ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ დასახელებული ისტორიკოსები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ სამეფო სახელით სარგებლობის უფლება მხოლოდ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს. უცნობია, რა მოტივით უთხრა სამმა მოსამართლემ ანა ბაგრატიონ გრუზინსკის საჩივრის განხილვაზე უარი. დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, […]
ტერორიზმის ბრალდებით თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 10 უცხოელი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა “Daily Sabah” ავრცელებს. მათივე ცნობით, ათი დაკავებულიდან ცხრა სირიელი იყო, ხოლო ერთი კი საქართველოს მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს კონტაქტები ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან სირიაში. რუსთავი 2
თელავის უნივერსიტეტში 25 წლის ავთო კიკნაძე დაჭრეს
თელავის უნივერსიტეტში აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი დაჭრეს. 25 წლის ავთო კიკნაძეს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიაყენეს. შემთხვევა უნივერსიტეტის ეზოში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მათ სროლის ხმა მას შემდეგ გაიგეს, რაც კიკნაძემ საკუთარი ავტომობილი სასწავლებელთან გააჩერა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულს 2 […]
მამაკაცმა პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა
დღეს მთავარ პროკურატურასთან ქურდობაში ბრალდებულმა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანო განცხადებას ავრცელებს: „საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ინტერესების დამცველ ადვოკატს შეხვდნენ. კომუნიკაციის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლებმა არსებული სამართლებრივი ვითარება ბრალდებულსაც განუმარტეს. საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორთან […]
მაია რჩეულიშვილს 7 წელი მიუსაჯეს
“ცენტრ პოინტის” საქმის მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ებანოიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელი პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია. მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით […]
ტარიელ ონიანი ისევ დააკავეს
რუსეთში ე.წ კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი ციხიდან გამოსვლისთანავე ისევ დააკავეს. ონიანის მორიგი დაკავების მიზეზი ესპანეთის პოლიციის მიერ, ონიანის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება გახდა. ესპანეთის პოლიცია მას ფულის უკანონო გათეთრებას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით ის ციხეში 19 აპრილამდე დარჩება, რის შემდეგაც მას რუსეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ. 61 წლის ტარიელ ონიანმა რუსეთის ციხე „შავ დელფინში“ 9-წლიანი სასჯელი მოიხადა. პრაიმ ტაიმი










