„ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის, დავით მდინარაძის საავადმყოფოს ეზოში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

„ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის, დავით მდინარაძის საავადმყოფოს ეზოში მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩოოზურგეთის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში მომხდარი თვითმკვლეობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ამ წუთებში საავადმყოფოს დირექტორს, “ოცნებიდან” მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, დავით მდინარაძეს პოლიცია  კითხავს.

როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრიულა ოზურგეთში მცხოვრები სომეხი ეროვნებისაა.

ჯერ ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა და ოჯახში მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა.

თუ რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ეს ჩვენთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ხეზე ჩამომხრჩვალი მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის წინ იპოვეს.

გურიის მოამბე