კატეგორია: სამართალი

ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და […]

“თამარ მოდებაძეს ვეჩხუბე, ტილოები დავუხიე და მძინარე დავტოვე” – რას ყვება ქალი, ვის სახლშიც ქართველი მხატვარი გარდაცვლილი იპოვეს

ქალს, რომელიც შესაძლოა, იტალიაში მოკლული ცნობილი ქართველი მხატვრის საქმის მთავარი ფიგურანტი გახდეს, „კურიერმა“ საქართველოში მიაგნო. ქართველი ემიგრანტი ადასტურებს, რომ იტალიაში მხატვარ თამარ მოდებაძეს ეჩხუბა, ტილოები დაუხია და კონფლიქტის შემდეგ მძინარე სახლში მიატოვა. ჩხუბის შემდეგ ემიგრანტი პირდაპირ რომის აეროპორტში წავიდა და საქართველოში გამოფრინდა. “აქ ვარ, არსად არ ვიმალები და მზად ვარ თანამშრომლობისთვის ჩვენს სამართალდამცველებთან” – აცხადებს […]

ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავეს – პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალ სქემას მიაგნო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 9 პირი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, პოლიციამ საქართველოში ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელების ახალი სქემა გამოავლინა – დაკავებულია 5 პირი, ასევე ჰეროინის რეალიზაციის ფაქტზე ფონიჭალაში სამი ნარკორეალიზატორი და ერთი პირი ნარკოდანაშაულისთვის. „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის […]

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა საკრებულოს სხდომაზე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფატზე დააკავეს. გრიგოლ ივანეიშვილის დაკავება საკრებულოს სხდომაზე მოხდა. „სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი […]

რუსთავი 2-ის ჟურნალისტ დავით ერაძის სახლს ესროლეს

თავდასხმა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე – დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია. ადგილზე იმყოფება პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შს სამინისტრომ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის​ უკანონოშენახვა-შეძენას გულისხმობს. „როდესაც მეუღლე გავიდა აივანზე, აივნის დასალაგებლად, შეამჩნია ჯერ ნატყვიარი აივნის კარზე და მერე შემთხვევით ნახა მასრა. რომ დავინახე ეს […]

საქართველოში დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

საქართველოში დაკავებულ ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯეკ შეფერდს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქლქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების […]

ვანში 59 წლის არსენ კახიანის მკვლელობისთვის მისი 32 წლის შვილი დააკავეს

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსენ კახიანის გარდაცვალების მიზეზად საკუთარ შვილთან კონფლიქტი სახელდებოდა. სამართალდამცავებმა მოკლულის ვაჟი კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1987 წელს ბ.კ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული […]

ვანში მამაკაცი მოკლული იპოვეს

ვანში, სოფელ სულორში, მამაკაცი მოკლული იპოვეს. შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ წუთებში ვანის პოლიციაში მეზობლებს და გარდაცვლილის ახლობლებს კითხავენ. პრაიმ ტაიმი

გეგა გეგეშიძე – ”ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას”

ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. სასამართლო პროცესზე გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის წარმატებაზე ისაუბრა. „თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. ჩემი პრეზიდენტობის დროს 150 მედლით მეტი იყო, ვიდრე […]

”ბავშვი ღამით დააძინა, დილით გარდაცვლილი დახვდა, სასწრაფო გამოიძახა” – ლელა ქსოვრელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბავშვი ღამით დააძინა, დილით გარდაცვლილი დახვდა, სასწრაფო გამოიძახა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედის, ლელა ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ლელა ქსოვრელს ორდერით გათვალისწინებული პირობები არ დაურღვევია. ადვოკატი ორდერის გამოწერის კანონიერებასაც ეჭვქვეშ აყენებს. “ორდერი არ დაურღვევია, ვინაიდან მასში ცალსახად წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოებოდა დაზარალებულის […]