თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჩინური რესტორანი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. წინასწარი დათვალიერებით წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა, კომპიუტერები აქსესუარები და ფულადი თანხა. დანაშაულს თვითმხილველები არ ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. „9-ის 20 წუთზე, როგორც კამერებში ვნახეთ გატეხეს რესტორანი, შემოვიდნენ, წაიღეს ძვირადღირებული სამუშაო ტექნიკა, თანხის ოდენობა დადგინდება დროთა განმავლობაში. ორი ადამიანი ჩანს, […]
კატეგორია: სამართალი
გეგა გეგეშიძე 5.000-ლარიანი გირაოთი გამოუშვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5.000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა. შეგახსენებთ, […]
მცხეთის გზაზე ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა, გზაზე გადასვლას ცდილობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ფორტუნა
საქართველოს შსს გერმანიაში მელორ ვაჩნაძის დაკავებას ადასტურებს
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძის გერმანიაში დააკავბას საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში უთხრეს, გერმანულმა მხარემ მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ მათ უკვე აცნობა, თუმცა შსს-ში არ ამბობენ, თუ რა ბრალდებით დააკავეს ვაჩნაძე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კი ვაჩნაძე ფეხსაცმლის ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.
მელორ ვაჩნაძე გერმანიაში ფეხსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს
გერმანიაში ქართველი სამოქალაქო აქტივისტი მელორ ვაჩნაძე ფეხსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ, გერმანიის ქალაქ კიოლნში მდებარე TK Maxx-ის მაღაზიაში მოხდა. ვაჩნაძემ 130-ევროიანი ფეხსაცმელი მოსინჯვის მიზნით ჩაიცვა, რა დროსაც მასზე მიმაგრებული ფასის კოდის სისტემა მოხსნა, საკუთარი ფეხსაცმელი მაღაზიაში დატოვა და შენობა ახალი ფეხსაცმლით, თანხის გადაუხდელად დატოვა. აღნიშნული ფაქტი მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა […]
სერგო მეთოფიშვილი მთავრობას – “ელოდებით, რომ ქუჩებში დახოცვას დაგვიწყებენ???”
სერგო მეთოფიშვილმა დღეს დილით ფეისბუქში დაწერა: “მე ადრე უკვე ვთქვი, რომ რასაც ბოლო პერიოდში პოლიტიზირებული ეკა გიგაური, ასევე პოლიტიზირებულ სულხან სალაძესთან, ანა დოლიძესთან, ნაზიბროლა ჯანეზაშვილთან, ასევე, რამოდენიმე სხვა პოლიტიზირებულ NGO-სთან და ბესელიასნაირ პოლიტიკოსებთან ერთად გვთავაზობენ, ამას შეიძლება ეწოდოს – თავხედი და ზღვარსგადასული თვითნებობა! თუმცა, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კერძოდ, აშკარად დაიწყო მოსამართლეების დევნა, ამასთან, […]
4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს, ბრალი შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის წაუყენეს
სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალის წარდგენა თბილისის მთავარ სამმართველოში მოხდა. ქსოვრელს ბრალი 111, 3811 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც შემაკავებელი ორდერის დარღვევას გულისხმობს. როგორც ქსოვრელის ადვოკატი, ნინო ტაბატაძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს და დანაშაულს არ აღიარებს. ქსოვრელისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. […]
ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერპოლით ძებნილთან – “კურიერმა” მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავებზე ადრე იპოვა
ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ დამნაშავესთან. “კურიერის” ჟურნალისტმა ნინო ვარძელაშვილმა ჯეკ შეპარდი ქართველ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა, რომლის დაკავებასაც სკოტლანდ იარდი წლებია ცდილობს და ამ მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთხელ მიმართა. 21:00 საათზე “რუსთავი2”-zე მაყურებელი ნახავს, როგორ ჩაბარდა “კურიერის” კამერის წინ პოლიციას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული, რა მოხდა სამი წლის წინ შეპარდის იახტაზე და რას ყვება “კურიერთან” ინტერვიუში […]
”გეგეშიძე ორჯერ გალახეს და ის რომ ურტყამს, მხოლოდ ის ჩანს” – ბათუმში გეგეშიძის გამოშვებას ითხოვენ
ინციდენტი უნდა მოგვარდეს სპორტულ ოჯახში, – ეს განცხადება ბათუმში სპორტსმენება გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. “შემთხვევითი ინციდენტი მოხდა, რასაც ცხადია ვგმობთ. მაგრამ მოჭიდავეებს შორის ჩხუბი პირველია თუ რა?! არ გვინდა გუნდი ორად გაიხლიჩოს. ინციდენტი უნდა მოგვარდეს სპორტულ ოჯახში. გეგეშიძე ჩხუბში გასაშველებლად შევიდა, ორჯერ […]
ნინა რურუა თამარ მოდებაძის მკვლელობაზე – ”საშინელება მოხდა და დამნაშავე ამისთვის პასუხს აგებს”
იტალიაში მცხოვრები თამარ მოდებაძის მკვლელობასთან დაკავშირებით ნინა რურუამ ფეისბუქში დაწერა: ”ქალბატონი თამარ მოდებაძის გარდაცვალების ფაქტი თავზარდამცემია. ასოციაციის სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ნათელში იყვეს მისი სული. საშინელება მოხდა და იმედია დამნაშავე ამისთვის პასუხს აგებს.” ამ პოსტს ფეისბუქში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ”სასტიკად უნდა დაისაჯოს მკვლელი,ვინც გინდა იყოს, ნახატებს ვათვალიერებდი ხოლმე და გვრი მეცნო,საწყალი დედავ,სად ვართ გადმოხვეწილები და,,,,,,,,,,,” […]









