9 დეკემბერს, გვიან ღამით, წყნეთში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს. ყოფილი მაღალჩინოსანი საავადმყოფოშია მოთავსებული. მედიკოსთა თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების თქმით, სისხლიანი გარჩევა რესტორან “წისქვილთან” მოხდა. არსებული ინფორმაციით, კიუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა. მიხანაშვილის დაჭრის ფაქტი “ნიუპოსტს” შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით შემთხვევის შედეგად სამი […]
კატეგორია: სამართალი
თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობისთვის ვეფხია ბაქრაძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა
დღეს, 10 დეკემბერს, საამართლომ ბარნოვზე, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მის მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს, განაჩენი გამოუტანა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 […]
19 წლის ქუთაისელი თბილისის ღამის კლუბში ნარკოინტოქსიკაციას ემსხვერპლა
არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად, 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. მან ორ ახალგაზრდასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. ორი ახალგაზრდა ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაშია. შემთხვევა გუშინ მოხდა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, სამივე ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა უკვე გადაასვენეს ქუთაისში. შსს 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე […]
ასაფეთქებელი სათამაშოების ბავშვებისთვის მიყიდვა იკრძალება
პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა იკრძალება და ადმინისტრაციული წესით დასჯადი ხდება. პარლამენტის ბიუროს 10 დეკემბრის სხდომას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი შესაბამისი ცვლილებები წარედგინება. მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, პიროტექნიკური ნაკეთობის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის – 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 200 ლარით დაჯარიმებას. აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 200 ლარით, ხოლო იურიდიული […]
რატომ უჩივლა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა. კურიერს სანდო წყარომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განჩინება მიაწოდა. საქმეში მოდავე მინისტრი მამუკა ბახტაძეა, მოპასუხე კი იამზე კალანდაძე – ქალი, რომელმაც პრემიერის ოჯახს დიდი ფული ასესხა. მოპასუხეთა შორისაა პრემიერის დედა – მანანა ნანიტაშვილი. კურიერის კითხვამ, რატომ უჩივლა პრემიერმა დედას სასამართლოში, საქართველოს მთავრობის მეთაური გააბრაზა. სკანდალური ისტორია 2011 წლის 23 […]
გადაყრილი პირადობის მოწმობები – პროკურატურაში დღეს ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავენ
პროკურატურაში დღეს ლანჩხუთის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ნუგზარ ცინცაძეს, გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ. საქმე ეხება ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატის „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ასკურავას, მიერ რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი პირების პირადობის მოწმობების პოვნას, რომლებიც, მისი თქმით, ერთ-ერთ სარდაფში რამდენიმე ერთად იყო გადაყრილი. ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს პირადობები ხელისუფლებას […]
შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და მებაჟე ოფიცრებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1989 წელს დაბადებული შ.ქ. […]
მინდია გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მინდია გოგოჭურს გამოძიება იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დაკავებულის ინტერესების დამცველები მინდია გოგოჭურის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ადვოკატებმა დღესვე მზადყოფნა გამოთქვეს, რომ გოგოჭურს საზღვარგარეთის პასპორტი ჩაებარებინა. ადვოკატებმა მოსამართლეს ასევე შესთავაზეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, თუმცა, არა ფულადი თანხის, არამედ ქონების უზრუნველყოფით. ადვოკატის განმარტებით, თბილისის ცენტრში გოგოჭურის სახელზე არის საკმაოდ […]
მინდია გოგოჭურს ბრალი წაუყენეს – ადვოკატები პოლიტიკურ მოტივზე ალაპარაკდნენ
პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მინდია გოგოჭურს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალის წარდგენის პროცესს ადვოკატებიც ესწრებოდნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ გოგოჭურს წარდგენილი აქვს ბრალი ჯგუფურად იარაღის უკანონოდ შეძენისთვის, თუმცა, მათივე თქმით, საქმის მასალებში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. ადვოკატები ფიქრობენ, რომ საქმე ხელოვნურად არის დამძიმებული და არ გამორიცხავენ, რომ ამ საქმეს […]
ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქი “ნეოფარმი” დააყაჩაღეს. დაწესებულებაში ნიღბიანი მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით ხელში შეიჭრა და სალაროდან ფული წაიღო. აფთიაქში ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ.დაკითხვაზე გადაყვანილია აფთიქის თანამშრომელი.როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.










