უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის აკრძალვა გაუქმდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი, თუმცა ამით შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ […]
კატეგორია: სამართალი
“თოფით მოკლა, გვამი ხრამში გადააგდო და მიიმალა”- ბრალდებულს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.ვ. დამნაშავედ ცნო.მთავარი საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 5 მაისს, ღამის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში თ.ვ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა ნ.ვ., გვამი ხრამში გადააგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა თ.ვ. 2018 წლის 5 […]
სვეტლანა ამოევას მკვლელობაში ბრალდებულს გაუპატიურებასაც ედავებიან
26 ნოემბერს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი ხდება ცნობილი. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 45 წლის სვეტლანა ამოევას მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის გ.ხ-ს ბრალი დაუმძიმდა და გაუპატიურების მცდელობაც ედება ბრალად. გამოძიება განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, მკვლელობა 26 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. 25 წლის მდგმურმა ბინის დიასახლისი ცივი იარაღით […]
ნუგზარ ჯანჯღავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯანჯღავა დააკავეს. ბრალდების მხარე ჯანჯღავას აფთიაქების მფლობელებისგან უკანონოდ ფულის აღებასა და ამ თანხის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ უფროსთან გია თვალავაძესთან მიტანას ედავება. ჯანჯღავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ჩვენ საქმეში მოპოვებული გვაქვს არაერთი პირის […]
გორში აღმოჩენილი ძვლები ზაქრო ბერძნიშვილის არ აღმოჩნდა
გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი ძვლები ადამიანის არ არის და ცხოველისაა. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ არქეოლოგმა, ვახტანგ ლიჩელმა განუცხადა. „ცხოველების ძვლებია მხოლოდ. ჩვენი კონსულტაციები ეხებოდა იმას, რამდენად მეთოდოლოგიურად სწორად მიმდინარეობს სამუშაოები და ხომ არ არის შეცდომის დაშვების ალბათობა. ყველაფერი კეთდება ძალიან სკრუპულოზურად, დეტალურად და ექსპერტები თავზე ადგანან ყოველ მუჭა მიწას“, – განაცხადა არქეოლოგმა […]
ადვოკატი მანელიძე – “მინდია გოგოჭური თავს დამნაშავედ არ თვლის, რომელ იარაღზე მესაუბრებით? ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს”
მინდია გოგოჭურის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც ადვოკატმა შოთა მანელიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დაკავებული დუმილის უფლებას გამოიყენებს თუ თავის პოზიციას უბრალოდ უარყოფასა და კონკრეტული გარემობების დაფიქსირებით გამოხატავს, ამას ერთობლივად გადაწყვეტენ. „იმედი გვაქვს, რომ ჩვენ სამართლებრივი ბრძოლით სათანადო შედეგს მივაღწევთ და მინდია დაამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ამ ეტაპზე მისი პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობაც […]
გორში, სავარაუდოდ, ზაქრო ბერძნიშვილის ძვლების ფრაგმენტები იპოვეს
გორის კულტურისა და დასვენების პარკში, იქ სადაც 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ცნობილი არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი მიიყვანეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, სავარაუდოდ, ლიჩელი იმ ფრაგმენტებს შეისწავლის, რომელიც გათხრების შედეგად, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედის სამძებრო სამუშაოები გორში მიდმინარე კვირასში განახლდა.
გიორგი რაზმაძე 2 საქმეზე იძებნებოდა
თბილისში სპეცოპერაციის ფარგლებში მინდია გოგოჭურთან ერთად დაკავებულ გიორგი რაზმაძეს სამართალდამცავი უწყება სისხლის სამართლის ორ საქმესთან დაკავშირებით ეძებდა. ერთ-ერთი საქმე ეხება 2018 წლის 26 მაისს, დადიანის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტს, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. მეორე საქმე კი, რისთვისაც რაზმაძე იძებნებოდა, მოხდა 2018 წლის თებერვალში, ასევე დადიანის ქუჩაზე, სადაც მან ფიზიკური […]
“სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს” – რას ყვება მინდია გოგოჭურის ნაქირავები ბინის მეპატრონე
სპეცრაზმი შემოვარდა და ჩამოანგრიეს კარი, მეზობლები პანიკაში იყვნენ და დამირეკეს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე იმ ბინის მეპატრონემ განუცხადა, რომელშიც მინდია გოგოჭური დაკავებამდე ცხოვრობდა. ია სეხნიაშვილის თქმით, ბინის გაქირავებამდე ის მინდია გოგოჭურს არ იცნობდა და მისთვის არც რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია. „მე მეზობლებმა დამირეკეს, იმიტომ, რომ ხმაური იყო, სპეცრაზმი საკმაოდ უხეშად და ხმაურიანად შევარდა, […]
ვინ არის გიორგი რაზმაძე, რომელიც მინდია გოგოჭურთან ერთად დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული 24 წლის გიორგი რაზმაძეა. როგორც ირკვევა, მინდია გოგოჭურსა და რაზმაძეს ნუცუბიძის ქუჩაზე ბინა ნაქირავები ჰქონდათ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის […]










