კატეგორია: სამართალი

პროკურორი: “ნაწილ კითხვებზე პასუხისგან მირზა სუბელიანმა თავი შეიკავა”

პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, უახლოეს მომავალშ მირზა სუბელიანის გამოკითხვა ისევ მოხდება, რადგან პროკურატურის ყოფილი თანამშრომელმა და ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა შეკითხვების ნაწილზე პასუხის გაცემისგან გუშინდელი გამოკითხვისას თავი შეიკავა. აღნიშნული კომენტარი საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა სკანდალურ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას გააკეთა, ციხის სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი სწორედ მირზა სუბელიანია. – მირზა სუბელიანი მოწმის […]

იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს

„გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია და პარტიის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს. ხვიჩია და მეგრელიშვილი თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი. დღეს, 20 ოქტომბერს, დედაენის ბაღში “გირჩის” მიერ ორგანიზებული “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი” გაიმართება. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აქციის მიზანია, საზოგადოება და ასევე საქართველოში ჩამოსული ტურისტები გაერთონ. შსს-ს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმეს (მათ […]

ბათუმში დედამ 2 თვის შვილი გაყიდა

“კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის მტკიცებით, ბათუმში, დედამ  შვილი გაყიდა. მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა, დაახლოებით 2 თვის შვილი ფულის სანაცვლოდ სხვას მიჰყიდა.  ადგილზე მისულებს მცირეწლოვანის დედა სახლში არ დახვდა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  პოლიცია გამოიძახა. „რადგან ოჯახი აქ აღარ დაგვხვდა, პოლიციას შევატყობინე. როგორც გვითხრეს, მისამართი შეიცვალეს და მიმდებარედ, სხვა სახლში […]

გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა

19 ოქტომბერს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52-წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა. პროკურორის განცხადებით, მამაკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა – თავში და ბეჭებში. ,,გორმედის” სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა. „იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც მამაკაცი […]

პროკურორი გუბელაძე – “მირზა სუბელიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია”

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანი ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, 12 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, მსჯავრდებულს  ბევრი კითხვა დაუსვეს, ნაწილს სუბელიანმა არ უპასუხა. მისივე განმარტებით, მსჯავრდებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. პროკურორმა დაკითხვის დეტალები არ გაასაჯაროვა და დასძინა, რომ სუბელიანის გამოკითხვა განმეორებითაც მოხდება. კითხვაზე, ვინ განახორციელა აუდიოჩანაწერის გაკეთება და ვის მიერ გავრცელდა ეს ჩანაწერი?- პროკურორმა უპასუხა, რომ გამოძიება […]

“გიორგი დეკანოიძე ცოლ-ქმარმა მამუკა და მარინა ესაძეებმა გაიტაცეს”

23 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებულები ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. ცოლ-ქმარმა, მარინა და მამუკა ესაძეებმა 23 წელის გიორგი დეკანოიძე, საქმის მასალების მიხედვით, თანამზრახველებთან ერთად თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბრალდებული ცოლ-ქმარი ბიზნესმენის შვილის გატაცებას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდნენ. გეგმის სისრულეში მოსაყვანად ისინი რუსეთიდან ერთი კვირის წინ ჩამოფრინდნენ. გამტაცებლები ბიზნესმენს 3 მილიონ ლარს […]

ზაზა ხატიაშვილი – „ომეგას“ მხრიდან ფარული ჩანაწერებით მანიპულირება სკოტლანდ იარდის და ბრიტანეთის სასამართლოს  განსჯის საგანი გახდება”

დღეს ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ”დღეს „ომეგა“ ჯგუფმა ბრიტანული საექსპერტო ბიუროს მორიგი დასკვნა წარმოადგინა.  ჩემი შეფასებით,“ომეგას“ მიერ წარმოდგენილი  როგორც  9 ოქტომბრის, ასევე დღევანდელი დასკვნაც, მათი მხრიდან ფარული აუდიო ფაილებით ბინძური მანიპულირებისა და საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანის მცდელობის კლასიკური მაგალითია. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ისა და „იბერიის“  […]

”შალალო” ალაპარაკდა, ოპოზიციის წევრები შეიძლება დაიჭირონ”

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უვადო პატიმრობამისჯილი შალვა აბულაძე, იგივე „შალალო“ პროკურატურას სხვადასხვა გახმაურებული საქმის რეალურ დამნაშავეებს უსახელებს. იურისტმა ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსკლუზიურად განაცხადა. ხაჭაპურიძე ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერებს აანონსებს: „დღეს მომივიდა ასეთი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ცნობილი დეპუტატის დაყაჩაღების, ერთი პოლიციელის მკვლელობის და ა.შ. საქმეებზე ერთ-ერთმა პატიმარმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და გახსნა ეს საქმეები. მოქმედ […]

ზვიად კუპრავა – “მირზა სუბელიანს წამების კადრები შეიძლება ჰქონდეს ჩაწერილი”

მირზა სუბელიანის აღსარებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. საქართველოში აქამდეც ყველამ იცოდა, რომ ის ხელისუფლებას სკანდალური ჩანაწერით აშანტაჟებდა. მაგრამ მის ხელში თუ ამდენი სკანდალი მოიყრიდა თავს, ამას მრავლისმნახველი ერი ვერ წარმოიდგენდა. პირველი, ვინც სუბელიანის ხელთ არსებულ სკანდალურ ჩანაწერზე ალაპარაკდა სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა იყო. მისი თქმით, სუბელიანს ვანო მერაბიშვილის ციხიდან უკანონოდ გაყვანის კადრები ჰქონდა. რამდენიმე […]

გიორგი დეკანოიძის გატაცებისთვის მოსკოვიდან ჩამოსული 1 ქალიცაა დაკავებული

23 წლის გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულ 10-ვე პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. როგორც ირკვევა, ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გამტაცებელთა შორის ერთი ქალია. ასევე, ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული პირი მოსკოვიდან მეუღლესთან ერთად გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა. ადვოკატმა დაადასტურა ისიც, რომ დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულია მათი შვილი ნიკა ქავთარაძე, რომელიც პოლიციამ თბილისში აიყვანა. მისი უფლებადამცველი […]