მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განუცხადა. ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლის თქმით, როგორც სუბელიანი განმარტავს, მან აღნიშნული დაზიანებები 15 ოქტომბერს მიიღო, როდესაც სუიციდის მცდელობა ჰქონდა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაზიანებები დაფიქსირებულია ექიმის ჟურნალშიც და იგი ამ კონკრეტულ ინციდენტში საეჭვო […]
კატეგორია: სამართალი
ათენში მოკლული სოფო წიკლაური ივნისში 41 ქართველთან ერთად სპეცოპერაციისას საბერძნეთში დაკავებული იყო
დიასპორა ჯის ცნობით, ბერძნული პრესის ცნობით ათენში მოკლული გოგონა ივნისში 41 საქართველოს მოქალაქესთან ერთად სპეცოპერაციისას იყო დაკავებული. როგორც ბერძნული მედია იტყობინება მოკლული სოფო შანშიაშვილი მალევე გაანთავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან და ის ათენის ატიკის რეგიონის პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს განძრახ მკვლელობის კუთხით იძიებენ. როგორც ჩანს, საუბარია ათენში […]
იტალიის ქალაქ ბარიში 31 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს
baritoday.it -ს ცნობით 18 ოქტომბერს, საღამოს იტალიის პოლიციამ ქ.ბარიში, სან-ნიკოლას მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა. საინფორმაციო საშუალების ცნობით, რომელსაც ბარიში მაცხოვრებელი, ადგილობრივი საემიგრაციო ორგანიზაციის ქართველი თანამშრომელი ფიქრია კუჭუხიძეც ადასტურებს, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. პოლიციამ ამ დროისთვის მხოლოდ გარდაცვლილის შესახებ მისი ასაკი გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ ჩვენი თანამემამულე 31 წლის არის და სავარაუდოდ მოკლულია, […]
”მირზა სუბელიანი არ გვიცემია” – სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულ მირზა სუბელიანზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “ბრალდებული 24-საათიანი ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუკი დაცვის მხარეს აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების სურვილი აქვს, ბრალდებული მირზა სუბელიანი დაუყოვნებლივ მოინახულოს მისმა ადვოკატმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციამ გატაცებული გიორგი დეკანოიძე იმერეთის სოფელში გაათავისუფლა
თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთა. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ […]
გამტაცებლები ბიზნესმენ ამირან დეკანოიძეს შვილის დასაბრუნებლად 3 მილიონს სთხოვდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების სესახებ ახალი და სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჭავჭვაძის გამზირიდან 25 წლის გიორგი დეკანოიძე შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. ვინაიდან გატაცებული ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი იყო, ბოროტმოქმედები გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცოპერაცია თბილისში ჩატარდა და სამალავიც აღმოაჩინეს, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, […]
მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში – შსს-მ 18-კაციანი ჯგუფი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა და დაახლოებით 18 კაციანი კრიმინალური ჯგუფი აიყვანა. „ნიუპოსტის“ კორესპოდენტის ცნობით, კრიმინალური ჯგუფი თბილისიდან და რეგიონებიდან მოქალქეებს იტაცებდა და ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყავდა. მისივე ცნობით, დაკავების სპეცოპერაცია თბილისში ჩატარდა და აღმოჩენილია სპეციალური სამალავები, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფი ადამიანებს მალავდა. შსს- ში ამ დრომდე კომენტარი არ კეთდება. ნიუპოსტი
“მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა გამომძიებელმა დაავალა”
სმიტების ოჯახის მლვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მალხაზ კობაურს 4 წლის ბავშვის გვამის პოვნა თავად გამომძიებელმა დაავალა. „კითხვაზე: თუ როგორ იპოვა ბრალდებულმა მცირეწლოვანი ბავშვის გვამი გამოძიების ეტაპზე, გიპასუხებთ, რომ თავად გამომძიებელმა დაავალა, რომ მოეძებნა იმ ტერიტორიაზე, სადაც კობაურმა მიუთითა, რომ განხორციელდა დანაშაული. შესაბამისად მან მოიძია გვამები. ამასთან, ალექსანდრე […]
შსს-ში ამბობენ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებული ორი პირისგან შეძენილი ნივთიერების ნაწილი ნარკოტიკი არ აღმოჩნდა
შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძისგან განხორციელებული 5 საკონტროლო შესყიდვიდან 3 შემთხვევაში შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები. “ნიუპოსტი” უწყების კომენტარს უცვლედად გთავაზობთ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ “კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“-ს […]
”მირზა სუბელიანი მზად იყო, მოეკლა მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ემუქრება სოზარ სუბარს და კახი კახიშვილს” – ახალი სკანდალი
მირზა სუბელიანი მზად იყო, მოეკლა მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ემუქრება სოზარ სუბარს და კახი კახიშვილს – კიდევ ერთი ფრაგმენტი ციხეში ჩაწერილი საუბრიდან. 21:00 საათზე კიდევ ერთი სკანდალური ფარული ჩანაწერი გასაჯაროვდება, სადაც მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. აუდიოფაილიდან გაიგებთ როგორ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა ხორავას ქუჩის საქმის გამო ყოფილი პროკურორი ხელისუფლებას და ვისი გავლენით არ გადადგა რადიკალური […]










