თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღის ბოლოს, გოთუას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაცია დასჭირდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. რუსთავი 2
კატეგორია: სამართალი
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, კაცი მოკლეს
ქუთაისში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის კაცი გარდაიცვალა. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა საფიჩხიის სასაფლაოზე მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ არც ხმაური და არც გასროლის ხმა გაუგია, დილით კი შემთხვევის ადგილზე პოლიცია დაინახეს. მათთვის მომხდარის დეტალები უცნობია. შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას […]
თბილისის ცენტრში 25 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ა.კ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ დღეს, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვიტალი საფაროვს ცივი იარაღით […]
თბილისის ცენტრში 25 წლის მამაკაცი მოკლეს
30 სექტემბერს თბილისის ცენტრში მკვლელობა მოხდა – დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მელევე გარდაიცვალა. ამჟამად ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა ესმოდათ ჩხუბის ხმა. „გვიან ღამით 04:00 საათი იყო. ბიჭი იგინებოდა. ჩხუბის მაგვარი იყო. მერე პოლიცია მოვიდა,“ – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. რა გახდა თბილისში […]
თამთა თვალავაძე – ”მამაჩემი შეიძლება კლანების დაპირისპირებას ემსხვერპლა”
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსის გია თვალავაძის მხარდასაჭერად თბილისში, კიკვიძის პარკში აქცია გაიმართა. როგორც ჟურნალისტებს გია თვალავაძის შვილმა, თამთა თვალავაძემ განუცხადა, მამამისი უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. თამთა თვალავაძის განცხადებით, არსებობს მხოლოდ ერთი პირის ჩვენება, რაც საკმარისი არ არის. “მთელი ლანჩხუთი, მთელი გურია, მთელი საქართველო ფეხზეა, რადგან უდანაშაულო ადამიანი ამ […]
შინდისის გმირთა მემორიალი 20 წლის პირმა დაარბია – მას ფსიქიკური პრობლემები აქვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის მცხოვრებთა ცნობით, პირი, რომელიც წუხელ გმირების მემორიალი დარბევაში ამხილეს, 20-წლამდე ასაკისაა. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი, მეზობელ სოფელ ყელქცეულში ცხოვრობს და ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის თაობაზე, ეკლესიის მოძღვარი სოფლის მცხოვრებლებს ესაუბრა და საქმის ვითარება აუხსნა. კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა მსგავსი ფაქტი, პოლიციას განუმარტა, რომ ,,ასე მოუნდა”. გმირების მემორიალი წუხელ დაარბიეს. აფოტო სოციალურ […]
ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახიდან კონტრაბანდული სიგარეტი იყიდებოდა – იზორიას ოჯახმა „კურიერს“ კამერა დაუმტვრია და გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახიდან იყიდებოდა. კურიერმა თამბაქოს რეალიზაცია ფარული კამერით გადაიღო, ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის, ჯუმბერ იზორიას ოჯახმა კი ამის გამო რუსთავი2-ის კამერა დაამტვრია და გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა. იზორიების აგრესიის მსხვერპლი ტელევიზია მას შემდგა გახდა, რაც კურიერმაფარული კამერით გადაიღო, როგორ იყიდება კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი პოლიციის მაღალჩინოსნის სახლიდან. წყაროს მიერ ამ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ რუსთავი2-ის […]
რუსთავში 2 ბაიკერი დაჭრეს – ვიდეო
რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილები ბაიკერები არიან. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე. “შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორივეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვრეტი ჭრილობა ერთს მხარის ხოლო მეორეს კისრის არეში, დამუშავდა ჭრილობები, ერთი პაციენტი მხარის ჭრილობით გადაყვანილია […]
შინდისის გმირების მემორიალი დაარბიეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, შინდისის გმირების მემორიალი დაარბიეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმეზე მხილებულია ერთი პირი. როგორც “ნიუპოსტს” შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს, მემორიალი მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად, უკვე აღდგენილია. ნიუპოსტი
წალკის მცხოვრებლებს ქურდებისთვის ფული ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა შეეგროვებინათ – შსს-მ 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდულ სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჭელიძის ინფორმაციით, დაკავებულებს ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერას ედავებიან. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული […]










