კატეგორია: სამართალი

თაკო სალაყაია – ”ვანოს ნახვის უფლებას არ მაძლევენ… ადვილია, ვიზუალურად შეამჩნიო, რაც სჭირს მას”

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლემ, თაკო სალაყაიამ სპეციალურ ბრიფინგზე მისი მეუღლის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა. სალაყაია ამბობს, რომ მას მეუღლის მონახულების საშუალება არ ეძლევა. თაკო სალაყაიას თქმით, მერაბიშვილის ნახვის თაობაზე შესაბამისი განცხადებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართა, თუმცა განცხადება ამ დრომდე დაკმაყოფილებული არ არის. “ძალიან ადვილია ვიზუალურად შეამჩნიო, რაც სჭირს ვანოს. კლინიკაშია და ნახვის სურვილი მაქვს, […]

„ომეგა ჯგუფის“ სკანდალში კვირიკაშვილის გვარი გამოჩნდა – ახალი ჩანაწერი

„ომეგა ჯგუფის“ სკანდალში ახალი გვარი გამოჩნდა. ჩანაწერში, რომელიც ცოტა ხნის წინ „კურიერმა“ მოიპოვა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი ჰყვება, რომ „ომეგას“ საქმეზე გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც რეპრესიული მანქანა ამოქმედდა. ჩანაწერი ასახავს სავარაუდოდ იმ ეპიზოდს, რომელზეც ზაზა ოქუაშვილი ორი დღის წინ “რუსთავი2”-ის ეთერში საუბრობდა. მას შემდეგ, რაც შედგა შეხვედრა ზაზა ოქუაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს […]

2 ქვითარი, რომლებშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს თიბისიში 4 მლნ ლარი

“ნეტგაზეთმა” მოიპოვა ქვითრების ასლები, სადაც ასახულია, რომ მოქალაქე ალექსანდრე ხაჩიშვილმა TBC ბანკიდან, ახლად დარეგისტირებულ კომპანია “ოლიმპუსის” ანგარიშიდან, ჯამში, დაახლოებით 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი მიიღო დოლარში. ქვითრები “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა მოგვაწოდა. ჯერჯერობით დაუდასტურებელია დოკუმენტების ავთენტურობა. ქვითრების თანახმად, პირველი ტრანზაქცია — 1მლნ აშშ დოლარი — 2016 წლის 21 აპრილის საღამოს 8-ის 22 წუთზეა შესრულებული. […]

როგორ აჩქარებდნენ გახარია და ფარცხალაძე “თიბისი ბანკიდან” მილიონების გატანას

რუსთავი 2 მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ აუდიოჩანაწერში დასტურდება, რომ “თიბისი ბანკიდან” 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის, “ომეგა 2-ის” დირექტორი, გიორგი ქურდაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი. ჩანაწერის თანახმად, […]

ზაზა ხატიაშვილი – ”ლონდონის ექსპერტებმა თქვეს, რომ ვანო ჩხარტიშვილზე ჩანაწერი ხელითაა დამონტაჟებული”

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის მტკიცებით, ლონდონის ერთ-ერთმა საუკეთესო საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ ტელეკომპანიების, „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. მისი თქმით, აღნიშნული დასკვნა ქართული სამართალდამცავი სისტემისთვის უპრეცედენტოა. „ერთი კვირის წინ გავმართე ბრიფინგი და განვაცხადე, რომ ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ […]

შალვა ხაჭაპურიძე – ”ლევან ყიფიანი საგანგებო განცხადებას გააკეთებს”

„უახლოეს დღეებში ბატონი ლევანი ამ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთებს საგანგებო და ფრიად მნიშვნელოვან განცხადებას,“ – ეს განცხადება, სპორტის ყოფილი მინისტრის და “ომეგა ჯგუფის” საქმეზე სკანდალური აუდიო ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გააკეთა. ხაჭაპურიძის თქმით, გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც ისმის, რომ ლევან ყიფიანს ერთ-ერთ სარდაფში ოთარ ფარცხალაძის თანდასწრებით სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, სპორტის ყოფილი […]

”ვიფიქრე, იქნებ გავიქცე, წავიღო ეს ფული ფირმაში, მაგრამ იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი” – ალექსანდრე ხაჩიშვილი თიბისიდან 4 მილიონის გატანის დეტალებს იხსენებს

ალექსანდრე ხაჩიშვილი, რომელმაც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანთან ერთად ბიძინა ივანიშვილისთვის “ომეგა ჯგუფის” მიერ ჩარიცხული 4 მილიონი TBC ბანკიდან გატანა, თანხის გადაცემის დეტალებს იხსენებს. ალექსანდრე ხაჩიშვილი სწორედ ის პირია, რომელის სახელზეც ერთი დღით გახსნილი კომპანია დარეგისტრირდა. სწორედ ის ჩანს ლევან ყიფიანთან ერთად ფოტოებში, რომლებიც “კურიერმა” მოიპოვა. ალექსანდრე ხაჩიშვილი იხსენებს, რომ თანხის გაცემამდე ლევან ყიფიანი სისტემატურად უკავშირდებოდა გიორგი გახარიას […]

შენობაში, რომელშიც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ახლა საბავშვო ბაღია

შენობა, რომლის სარდაფშიც, აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ, საბურთალოს ბაზართან მდებარეობს. შენობის მეპატრონის თქმით, ამ შენობას 2003 წლიდან აქირავებს. ახლა ამ შენობაში საბავშვო ბაღია, მანამდე ნაქირავები ჰქონდა ერთ-ერთ ბიზნესკომპანიას. „კურიერის“ ცნობით, ბინის მფლობელს კომპანიის სახელი არ ახსოვს, თუმცა კარგად ახსოვს, რომ მოლაპარაკებებზე კომპანიის დირექტორი დადიოდა […]

ბათუმში პოლიციის მაღალჩინოსანი “ფეისბუქის” პოსტის გამო გაათავისუფლეს

კობა მანველიძე ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობიდან სავარაუდოდ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტის გამო გაათავისუფლეს. მანველიძე ორი თვის განმავლობაში დისციპლინური წესით იყო დასჯილი. ის უწყებიდან დაითხოვეს, თუმცა, მას ბრძანება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გააცნეს, ამ ხნის განმავლობაში კი ის ჩვეულებრივ მუშაობდა. კობა მანველიძე გენერალურ ინსპექციას და აჭარის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივის. „გავაკეთე სტატუსი ჩემს […]

ნატო ჩხეიძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ნატო ჩხეიძეს დღეს თბილისის პროკურატურაში ელოდებიან. დეპუტატი გამომძიებლებისთვის დეტალურად აპირებს იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საქმის სწორად გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა საგამოძიებო ორგანოში მაინც მივა. „ომეგა ჯგუფში“ შემავალი რამდენიმე კომპანიის დირექტორი უკვე გამოიკითხა. „ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობა მაქსიმალურს აკეთებს იმ გაგებით, […]